ნინო წიკლაური პირველი დაშვების შემდეგ 54-ე ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. სოჭში ქართული დელეგაციის მედროშე ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა.

ამ მაჩვენებლით წიკლაურმა პირველ დაშვებაში საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა.

სულ პირველ დაშვებაში 90 მოთხილამურე მონაწილეობდა, თუმცა აქედან 14-მა ტრასის ჩამთავრება ვერ შეძლო. საუკეთესო სამეულში ამჟამად სლოვენიელი თინა მაზი (სლოვენია: 1.17.88), ჯესიკა ლინდელ-ვიკარბიუ (შვედეთი: 1.18.40) და ნადია ფანჩინი (იტალია: 1.18.53) არიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება კი 18 თებერვალს, ჩვენი დროით 13:00 საათზე
დაიწყება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სამარცხვინოსაგან სხვას რას ელოდებოდით,
Tamazi
18 თებერვალი 2014 12:05
0
ხო აბა, რო გაემხნევებინათ ხო საპრიზო სამეულს არ აცდებოდა და ეგება რეკორდის მოსხნაზეც ეფიქრა... ამ სპორტსმენების გაგზავნა, რომლებიდანაც არც ერთს არ აქვს მედლის მოგების მიზერული შანსიც კი, სიბრიყვე იყო და ამის ფსევდო პატრიოტული მოტივებით გაპრავება კიდევ უფრო დიდი სიბრიყვეა!
ლალუკას
18 თებერვალი 2014 11:56
0
ლალუკას - ვახ, შენ გენაცვალე რა!!!
kola
18 თებერვალი 2014 11:44
0
სპორტსმენს გამხნევება უნდა თავისი ხალხისგან, ესენი კიდევ მოთქვმდნენ, მაინც ვერ გაიმარჯვებენო, წარმატებები ქართველ სპორტსმენებს, გაიმარჯვეთ მტრის ჯინაზე ( მტერი შინაც და არის და გართაც)
ლალუკა
18 თებერვალი 2014 11:32
0

სიახლეები პოპულარული