საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

AutoSharing Option
სტამბოლში გრძელდება ყინულის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი მესამე დივიზიონის ექვსი გუნდის მონაწილეობით.

5 აპრილს, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მეოთხე ტურში ჩვენებმა ლუქსემბურგს აჯობეს მშრალი ანგარიშით - 5:0 (1:0, 3:0, 1:0).

პირველი პერიოდის 19 წუთი ისე მიიწურა, რომ მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მე-20 წუთის დასაწყისში, როდესაც ქართველებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, რევაზ ცომაიას ზუსტი გადაცემით ანგარიში არტიომ კურბატოვმა გახსნა.

მე-2 პერიოდის მე-7 წუთზე ისევ კურბატოვმა გამოიჩინა თავი, ამჯერადაც ცომაიას პასით. მე-2 ოცწუთიანი მონაკვეთის ბოლომდე არტიომ კოზიულინმაც ორჯერ გაიტანა შაიბა. ასისტენტობას
როლანდ სვანიძე
და ბორის კოჩკინი უწევდნენ. მე-3 პერიოდში კოზიულინმა (სვანიძე) კიდევ ერთი გოლი მიითვალა და საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 5:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის სტარტზე ჩვენებმა მასპინძლებთან წააგეს - 4:5 (1:0, 1:3, 1:1). მომდევნო ორ შეხვედრაში კი ბოსნიას - 8:0 (4:0, 2:0, 2:0) და სამხრეთ აფრიკას აჯობეს (6:5 (2:4, 1:0, 3:1).

გუშინ ტურნირის ორი პაექრობა ასე დასრულდა: ჰონკონგი-თურქეთი 1:5 (1:2, 0:2, 0:1), ბოსნია-სამხრეთი აფრიკა 0:10 (0:2, 0:7, 0:1).

ოთხი ტურის შემდეგ: თურქეთი - 12 (28:9), საქართველო - 9 (23:10), სამხრეთი აფრიკა - 9 (27:9), ლუქსემბურგი - 3 (11:19), ბოსნია - 3 (7:30), ჰონკონგი - 0 (7:26) ქულა.

შეჯიბრების მონაწილენი დღეს ისვენებენ. ხვალ, 6 აპრილს ბოლო ტურში ითამაშებენ: სამხრეთი აფრიკა-თურქეთი, ჰონკონგი-საქართველო, ლუქსემბურგი-ბოსნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
1 აპრილია დღეს თუ დაბოლილები ხართ? :)
0
ვა, რა მაგარია. არც ვიცოდი თუ გვაყვდა ჰოკეის ნაკრები.
გულშემატკივარი
12:44 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული