
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ფარიკაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
პირველ სათამაშო დღეს კაცთა თანრიგში 4 ქართველი ჩაერთო. ნიკა შენგელიამ და გოგა კაკაურიძემ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს, ხოლო ვაჟა რეჭია და ნიკოლოზ ჭეიშვილი, სამწუხაროდ, შეჯიბრებას გამოეთიშნენ.
ნიკა შენგელიამ ჯგუფში გამართული 6 შეხვედრიდან 3 მოიგო, გოგა კაკაურიძეს კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 მოგება ეყო. 2 შეხვედრა მოიგო ვაჟა რეჭიამაც, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჯგუფიდან გასასვლელად. ხოლო ნიკოლოზ ჭეიშვილმა ტურნირი 1 მოგებით დაასრულა.
შეგახსენებთ, შარშან გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიკა შენგელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.