
ფოტო: fencing.ge
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გავიდა.
ბაზაძემ 1/16-ფინალში თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა, სადაც უნგრელ ტამაშ დეკშის შეხვდება.
სამწუხაროდ, 1/16-ფინალში დამარცხდნენ ჩვენი მოფარიკავეები: ბექა ბაზაძე და ნიკა შენგელია. ბექა იტალიელ ენრიკო ბერესთან 12:15 დამარცხდა, ხოლო შენგელიამ რუს დმიტრი დანილენკოსთან 8:15 წააგო.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სანდო ბაზაძემ ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო. ბექა ბაზაძემ ექვსიან ჯგუფში 2 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილი ერგო. ნიკა შენგელიამ და მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში 3-3 შეხვედრა მოიგეს და მე-4 ადგილები დაიკავეს.
