ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციაზე გავიდა.
სანდრო მერვე ადგილს ფრანგ ბოლად აპიტისთან იყოფს.
მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესოს შორის მოხვედრით სანდრომ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი მეცხრე ადგილი იყო.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 10:15 წააგო.
მიხეილ მარდალეიშვილი 47-ე ადგილზე დარჩა, ბექა ბაზაძემ მცირედით უკან დაიხია და ამჯერად 73-ეა, ნიკა შენგელია 112-ეა.