მზადების III დღე: ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში უკვე 22 ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა.

შვედური "გეტებორგის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ხარაიშვილმა ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ბათუმის "დინამოს" წევრი გიორგი ნავალოვსკი საკლუბო მატჩის შემდეგ, დღეიდან უკვე ეროვნულ ნაკრებთანაა, თუმცა ფეხბურთელს სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე სოლომონ კვირკველია მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

ვლადიმირ ვაისის მიერ უახლოესი ორი მატჩისთვის გამოძახაბული კიდევ ოთხი ფეხბურთელი: გურამ კაშია ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი) და ოთარ
კიტეიშვილი
("შტურმი", ავსტრია), ნაკრებს 4 ივნისს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია ("მაგდებურგი"), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ვაკო გვილია ("გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი ("გეტებორგი", შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე ("კორონა", პოლონეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე ("თარაზი", ყაზახეთი)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:

D ჯგუფი
7 ივნისი - მესამე ტური
20:00. საქართველო - გიბრალტარი
22:45. დანია - ირლანდია

10 ივნისი - მეოთხე ტური
22:45. დანია - საქართველო
22:45. ირლანდია-გიბრალტარი

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
zvlebshi ar daamtvriot ra bichebo:)))
სანდრო
16:53 04-06-2019
2
რა მნიშვნელი აქვს 22 ფეხბურთელი (ისე, უხერხულია ამათ ფეხბურთელი უწოდო) გვეყოლება თუ 52 ? თამაში მაინც არავინ იცის. მწვრთნელი ხომ საერთოდ, სხლავს რა.. მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად ყველა უნდა დასვა და ტელევიზორში აყურებინო ნამდვილ ფეხბურთს. ეგება გაიგონ რომ ფეხბურთელობა ნიშნავს კარგ პასს, კარგ თავით თამაშს, კარგ ფინტს, სისწრაფეზე სხვადასხვა ელემენტების შესრულებას, კარგ ჯარიმას და ა.შ. ამათ ხელში ( თუ ფეხში ) არაფერი მინახავს მსგავსი. ერთი მომასმენინა ვაისი რას ასწავლის ან არიგებს ამ ვითომ ფეხბურთელებს. ძალიან საინტერესოა :)
ზაზა
12:11 04-06-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული