ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ

AutoSharing Option
6 ივნისს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ხვალ გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია გამოვიძახე იმისთვის, რომ ითამაშოს. მისი სათამაშო სტილი შესაძლოა ჩაკვეტაძეს შევადაროთ. არის შანსი, რომ მან ითამაშოს.

მის დებიუტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს. დიდი ნახტომი ჰქონდა, როდესაც "რუსთავიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. მისი მომავალი კარიერა ბევრ რამეზეა დამოკიდებული - კლუბზე, თანაგუნდელებზე, მშობლებზე, მწვრთნელზე.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო გიორგი ქვილითაია ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ
ითამაშებს.

გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხვალ შემტევი, გახსნილი თამაში უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ღია თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვეცდებით, გულშემტკივრისთვის დასამახსოვრებელი მატჩი იყოს.

გიბრალტარმა სომხეთთან ნამდვილად სიურპრიზი შემოგვთავაზა. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ვნახეთ.

გია გრიგალავას რუსეთში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თითქმის ყველა მატჩში ითამაშა. მის პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავდა. ის ცაციაა, ამიტომ მისი პირველი პასი ძალიან დაგვჭირდება. დიდი შანსია, ხვალ ძირითად შემადგენლობაში იყოს.

ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ. სხვადასხვა სახის პრობლემა აქვთ საბა კვირკველიას, დავით ხოჭოლავას და გიორგი პაპუნაშვილს.

ლევან მჭედლიძემ ერთი ვარჯიში გამოტოვა და არაა გამორიცხული, ხვალ 15-20 წუთი მიეცეს.

ლუკა ზარანდია სიმბოლურ გუნდში მოხვდა? დრიბლინგის სიმბოლურ გუნდში? ფეხბურთი კომპლექსური ელემენტების ერთობლიობაა, მხოლოდ დრიბლინგი არ არის ფეხბურთი.

ლუკა ნიჭიერი ფეხბურთელია. მის პოზიციაზე სხვადასხვა ფეხბურთელი გვყავს - გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი მერებაშვილი. თუ პროგრესს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება შემადგენლობაში.

ელგუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებში მეორედ არის. რა ტაქტიკითაც ვაპირებთ გიბრალტარის წინააღმდეგ თამაშს, იმ კატეგორიის ფეხბურთელია. კარგად იხსნება, კარგად თამაშობს თავით.

ვაკო ყაზაიშვილის არგამოძახების მიზეზი სხვა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემაა. მან უნდა მოუსმინოს მწვრთნელს, იმუშაოს გუნდთან ერთად. საჭიროა უფრო მაღალი ხარისხი, მეტი დისციპლინა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მატჩებში არ იქნება.

სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ ცუდი დროა. ხვალ მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ, ვისაც ფაქტობრივად 100-პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

გეგმაში გვაქვს მონახაზი, ვინც დანიასთან უნდა ითამაშოს. ასე რომ, ისინი გადანაწილებულები არიან ამ ორ მატჩში", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

altნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება

მკითხველის კომენტარები / 30 /
დღეს თუ ვერ მოვიგეთ ვაისი უნდა წავიდეს..
ფეხბურთი
06 ივნისი 2019 16:44
6
დღეს არა და ხვალ უნდა მოვიგოთ უეჭველი.
roma
06 ივნისი 2019 17:34
2
რას აღარ მაისმენ თურმე ფეხბურთელები გვყოლია თან ოპტიმალურ ფორმაში მყოფები!!
ევგენი ფაიზაღოვი
06 ივნისი 2019 15:36
5
რატომ ჩაიციკლეთ ამ ზარანდიაზე? ტიპს არა აქვს სტაბილურობა, დაცვითI თამაში ეზარება, ტიპიური "ნიჭიერი და ზარმაცი" ქართველია. არც სხვები გვყავს სასწაული მაგრამ ურჩევნია ამ კაცს, იმათ მისცეს შანსი ვინც მეტად მონდომებულია. ვის გაქვთ ნანახი ზარანდიას ერთი თამაში თავიდან ბოლომდე და სად დარჩით ასე აღფრთოვანებული? გამოიძახებენ ერთხელაც იქნება და პირველები თქვენ აგინებთ ზუსტად:) ეს რადიკალიზმი მაღიზიანებს თორემ არც ვაისის ადვოკატი ვარ და არც ზარანდიას ვერჩი რამეს. მინდა მეტად მოინდომოს და კარგი ფეხბურთელი დადგეს
valderrama
07 ივნისი 2019 08:37
4
რადიკალიზმის მომხრე ერი არ ვართ ჩვენ ზოგდად)))) ხშირად ვიციკლებით ხოლმე
არაბიძე, ჩაკვეტაძე ეხლა კვარაცხელია და არ ვაცლით ამ ბავშვებს თამაშს ზედმეტ ტვირთს ვკიდებთ
ვაისი რო არაკომპტენტურია ზარანდიასთან ჩაციკვლაში არაფერ შუაშია, მაგას ნაღდად არ აქვს 90 წუთი არცერთი თამაში ნანახი ზარანდიასი
Temo
07 ივნისი 2019 10:15
5
ვნახოთ რა ანგარიშს დასვამს და მერე ვილაპარაკოთ მაგის და კობიაშვილის ფინტებზე.
sdfffff
06 ივნისი 2019 16:09
2
ამ დუნდრუკს იქნებს ვინმემ უთხრას რო დრიბლინგის სიმბოლური არ არსებობს ან სად გაიგონა))))))) დრიბლინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მთელ ლიგაში და ეს უბრალო კომპნენტი თუ ამას ვაისას ქონია საქმე
სოსო პეტროვი
06 ივნისი 2019 15:52
12
რა მაინტერესებს იცით, ვაისი ასეთ ბრიყვებად რატომ გვთვლის? საინტერესოა, თავდამსხმელების გარეშე როგორ უნდა ითამაშოს შემტევი ფეხბურთი და 4-3-3 ამ შემადგენლობით როგორ წარმოუდგენია იქნებ აგვიხსნას.
goga
06 ივნისი 2019 15:08
4
აიაქსი გონია ალბათ ამას საქართველოს ნაკრები :D, სავარაუდოდ 5 მცველით და 5 ნახევარმცველით ითამაშებს დანიასთან. გიბრალტაღთან გამორიცხული არაა 3 მცველით ითამაშოს, 5 ნახევარმცველით და 1 თავდამსხმელით. ყველაზე რთულია გიბრალტართან შემადგენლობის გამოცნობა აი დანიასთან 5-2-3 სისტემით ითამაშებს. წინ სამი კიტეიშვილი, ლობჟანიძე და პაპუნაშვილი იქნებიან.
roma
06 ივნისი 2019 17:26
2
Sxvada sxva problemebi rom aqvs ratom gyavs ganacxadshi?! An romel optimalur formaze laparakob gamochndeba erti kargad tan kashia optimalru formashi rom ar aris amerikamacicis rac zamenaze dasves mismere igebssanxose da kashias ro vixilavt dziritadshi xo?! Sityva optimaluri amoige shens. Mexsierebidan qartveli xalxis cinashe, netav driblimgis mqone 2-3 kacigvyavdes da sheedzlot2fexburtelis motyueba uketesi shedegebi gveqneboda shevai mcvrtnelo, kinkladzis driblingebis sayureblad dadioda 90 inebshi xalxi rom tavis driblingit siamovneba mogvego es vaimcvrtneli ratom gvyavs ...... Carmatebebi chvenbichebs
Va-Le
06 ივნისი 2019 17:27
7
არა, ყურუთი არ უჭამია, ვალაყუჩას დასდევს და ჯერ ვერ დაიჭირა, მალე ალბათ კუდში სტაცებს ხელს და ბაც! უცბათ ავშენდებით!
კ ო მ ბ ლ ე
06 ივნისი 2019 15:01
4
მხოლოდ დრიბლინგი არ არის ფეხბურთი,
ფეხბურთი ეს ვაისის უზადო ტაქტიკური სვლებია.
სომხეთთან უნახავს თამაში, ანუ თავი დაიზღვია მაინც ,შეიძლება ვერ მოვიგოთო და რა გასაკვირიაო :)
margveli
07 ივნისი 2019 09:03
3
გულშემატკივარმა კატეგორიულად მოვთხოვოთ ზარანდიას, რომ ან ის ა) უარს ამბობს თავისი ნებით ნაკრებზე ერთხელ და სამუდამოდ ანდა ბ) საერთოდ დაანებოს ფეხბურთს თავი, რათა არსებული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან და არც ზედემტ კითხვებზე არ იქნება საჭირო პასუხების ძიება.

პ.ს. დღევანდელი დღის ბოლოს სტატისტიკას ველოდები.
ჯონი
07 ივნისი 2019 10:56
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული