ვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

AutoSharing Option
7 ივნისს, გიბრალტარის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია. მეტი შანსი გვქონდა. როდესაც იგებ, უნდა ეცადო, რომ მეტი შანსი გამოიყენო. ჯაბა კანკავამ დიდი ჯენტლენობა გამოიჩინა, როდესაც ვატო არველაძეს პენალტის დარტყმის უფლება მისცა.

ძალიან კარგია, როდესაც ის ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

დებიუტანტები, ვინც პირველად და მეორედ ითამაშეს - ვატო არველაძე, ლევან ხარაბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეეძლოთ.

კვარაცხელიას ტრავმას რაც შეეხება, ხვალ ვნახავთ, რამდენად მძიმეა და წამოგვყვება თუ არა დანიაში. რა თქმა უნდა, დანიაში ცვლილებები იქნება, ზოგიერთი ფეხბურთელი არ არის 100-პროცენტიან ფორმაში.

შეტევის ხაზში ბევრი იძულებითი ცვლილება იყო, თითქმის სრულიად განახლებული იყო, მერებაშვილის გარდა. ტრავმირებულია ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძეც.

გიორგი ლორიასთან
გვქონდა საუბარი იმ გოლზე, რომელიც ირლანდიაში გავუშვით. დღეს მან იხსნა საქართველოს ნაკრების კარი და მისით სრულიად კმაყოფილი ვარ.

როდესაც ფეხბურთელს არ აქვს პრაქტიკა კლუბში, რთულია მან საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.

ვფიქრობ, დანიაში ჩაკეტილ ფეხბურთს არ ვითამაშებთ. ვნახოთ, ვინ ითამაშებს - ლობჯანიძე, არველაძე, თუ მჭედლიძე. ვეცდებით ფლანგები გამოვიყენოთ და ქულები მოვიპოვოთ.

პირველ ტაიმში გასახდელში იყო ემოციები. ზონებში ცუდად გადავაადგილდებოდით. მეორე ტაიმში კარგად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, კარგი იყო ვაკო გვილია, შესანიშნავად შემოვიდა გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი.

ხვალ კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება და ამის შემდეგ გადავწყვეტ, რა შემადგენლობით ვითამაშებთ დანიასთან.

ირლანდიასთან მატჩში ცოცხალ კედელს პრობლემა ჰქონდა, ეს ჩვენი ბრალი იყო, თუმცა დღეს სწორად იდგა, ბურთი მას ზემოდან გადაცდა.

სამწუხაროა, რომ დანიის წინააღმდეგ საბა კვირკველია არ იქნება. გია გრიგალავამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სწორი ემოცია ჰქონდა მოედანზე. სამწუხაროდ, დანიასთან არც დავით ხოჭოლავა გვეყოლება", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 33 /
Usustesi gundia
Shalva
08 ივნისი 2019 00:44
2
არ მინდა, მაგრამ დანიასთან დიდი ანგარიშით წავაგებთ!
aburjga
07 ივნისი 2019 23:57
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული