საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით 9 ივნისს ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ტრავმა მიიღო ამ ეტაპზე გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლევან მჭედლიძე გამოაკლდა და მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია),
გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), რუსეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის "დ" ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით მეოთხე ადგილზეა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვერ ვხვდები რაღატო იძახებენ მჭედლიძეს, ვერ ხვდებიან რომ მინდორზე გასვლაძე იღებს ტრამვას? ანაც თვითონ რაღატომ იტანჯავს თავს და საქილიკოდ იხდის თავს.
Geo_Dinamo
09 ივნისი 2019 12:00
0
კაი რა, ეს ვაისი სხვისი არასწორი რეკომენდაციებით იძახებს ფეხბურთელებს.

შოთი მსოფლიო კლასის ფორვარდი იყო მაგრამ,
ვატო არველაძე არ არის ნაკრების დონის ფორვარდი, მიჭირს ამის თქმა მაგრამ ეს ფაქტია, ამ ბიჭს თითქოს ყველა საფეხბურთო კომპონენტში რაღაც აკლია.

გაბედავა უსამართლოდ იჩაგრება, მაგარი მშრომელი ბიჭია მაგრამ ცოცხალი თავით არ იძახებს.
მეტი ფროფესიონალიზმი
09 ივნისი 2019 13:35
5
გეთანხმები, მეც ეჭვი მეპარება ვატომ შოთას კი არა თუნდაც დემეტრაძის დონე გაქაჩოს, მარა გაბედავას და ზივზივაძეს ნაღდათ ჯობია.
კკკ
09 ივნისი 2019 16:59
1
ჯიგაური არსად დაგეკარგოთ
nodarichi123
09 ივნისი 2019 11:40
1
მაგრად დაიჩაგრება ნახევარდაცვა და კვირკველიას არ ყოფნა საერთოდ დაცვის პოტენციალს მაგრად ასუსტებს სწრაფი ფეხბურთელებია საჭირო დანიელები მაღალ სისწრაფეების ხარჯზე აღწევენ ძირითადად წარმატებებს მობილური ნახევარფაცვაა საჭირო ახალგაზრდები წინდა უკან რომ ასწრებდნენ ჩასვლა აწევას ძაან ვაფასებ კანკავას მაგრამ საუკეთესო წლები უკანაა კვეკვესკირი არასდროს გამოირჩეოდა სისწრაფით გვილიაც უფრო მაშინ ჩანს როცა პირველნომრად ვთამაშობთ ახლაა საჭირო კიტეიშვილი ლობჟანიძე ზარანდია მორბენალი ხალხი მაგრამ ვაისის ქვე..ფსია რისი დამყენებელია მაგრად მიკვირს კობიაშვილის კალაძის რომ იტყვიან არცთუ სამოყვარულო დონეზე გაქვთ ნათამაშები და ვაისის კვალიფიციურობას თუ ვერ ხედავთ როგორ რანაირად
კახა
09 ივნისი 2019 13:04
4
ეს მჭედლიძე სად იმტვრევა ერთი ღმერთო გამაგებინე და მერე რაც გინდა ქნენი. რა უბედურებაა ყოველ მეორე ვარჯიშზე დამტცრევა და ტრამვა ვიღაცა ტრამვატოლოგთანაა გარიგებული მგონი ))))))))))))))))
gg
09 ივნისი 2019 15:41
0
გავგიჟდი კაცი, ამ მჭედლიძის საცოდაობით დავიწვი...! რა არის, რა უბედურებაა, ძვალი და მყესი არ ააქვს საერთოდ?! ასე როგორ იქნება?!
aburjga
09 ივნისი 2019 16:52
1
ესეთი სუსტი თავდასხმა რა უბედურებაა? საქართველოს ჩემპიონატიდან დაეძახა ვინმესთვის, ან ახლა მაინც გამოეძახა ზარანდია. მჭედლიძეს რა პრინციპით იძახებს ვერ ვხვდები, ძალიან პატარა იყო ბუფონს რო გაუტანა და შოტლანდიას კიდე , მის მერე სულ ტანჯვა წამებაშია, ერთი თვე არ უვარჯია ადამიანს სრული დატვირთვით წლებია და ვერ გავიგე ეს ნაკრებია თუ შპს?
Vasili
09 ივნისი 2019 14:52
2
მჭედლიძემ ისევ ტრავმა მიიღო? ვარჯიშზე? კარგით რა... :(((
Biankoberi
09 ივნისი 2019 12:09
0
გვეკაიფება ეს ვაისი თუ დანიას აბნევს? აკი კვირკველია ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარებაო? ლევანი კი უნდა შეეშვას ფეხბურთს, თავადაც იტანჯება და ჩვენც დაგვტანჯა, იქნებ მწვრთნელობაში გაუმართლოს.
Kkk
09 ივნისი 2019 16:46
0
აქეთ ჩვენი პრობლემები, იქით გამწარებული დანია... წარმატებები ნაკრებს
დუდუ
09 ივნისი 2019 15:50
0
ისე გრიგალავასავით ეგ ნიღბები რო გაიკეთოს ყველამ რა იქნება , იქნება და შეეშინდეს ხოლმე მოწინააღმდეგეს :)))
Emiri
09 ივნისი 2019 18:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული