დანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

AutoSharing Option
11 ივნისს, საქართველოსთან გამარჯვების (5:1) შემდეგ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. მას საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრი არ უსაუბრია, მხოლოდ ვაისის განცხადების შესახებ გააკეთა კომენტარი.

"მე სათადარიგოთა სკამთან ვიყავი, ამ პოზიციიდან კი არაფერი ჩანდა. მსაჯი უკეთეს პოზიციაზე იყო. თუმცა ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა. ამ მატჩში 5 გოლი გავიტანეთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.

მთავარი ბრძოლა ირლანდიასთან და შვეიცარიასთან გვექნება. ორივე გუნდმა სძლია საქართველოსა და გიბრალტარს", - განაცხადა ჰარეიდემ.

დანიის ნაკრებმა საქართველოსთან გამარჯების შემდეგ 5 ქულით
მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
კობიაშვილს და ვაისს მივმართავ: თქვენ ნამუსი და სინდისი იცით რა არის საერთოდ? თქვენ რომ არ გაქვთ გასაგებია,მაგრამ.... დააბრუნეთ ცხადაძე და ათამაშეთ შემტევი ფეხბურთი ვინ ხართ თქვენ რა დაგიშავეთ
გიო
11 ივნისი 2019 18:04
3
2 გოლი საქართველოსთვის რომ ეჩუქნათ შეიძლება მოგვეგო... მსაჯმა ყველაფერი გააკეთა დანიის მოსაგებად.. 3-1 ზე ადვილი იყო დანიისთვის მოგება.. ეს არის უეფას სამართალი დაეხმარე ძლიერს რომ სუსტი დაიჩაგროს
gio
11 ივნისი 2019 17:17
7
თამაშამდე დავწერე რომ ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით დანია გაგვანადგურებს-მეთქი და ისიც ვთქვი, თუ შევცდები ბოდიშს მოვიხდი-თქო.
ახლა იმათმა მოიხადონ ბოდიში, ვინც მანამდე დისლაიქები დაწერეს ჩემს ნათქვამზე. არავინ იფიქროს რომ ეს ჩასაფრებული კაცის პოზიციაა. მე ამას გულისტკივილით ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთი ბადალ დონეზეა. დანია ჩვენზე ერთი თავით მაღლაა და ამას დაემატა წამყვანი მოთამაშეების ტრავმები, მიკერძოებული მსაჯობა და კიდევ სხვა რამეებიც, რამაც ეს შედეგი განაპირობა
სიმართლე
11 ივნისი 2019 11:57
1
ცუდ მოცეკვავეს ყვერები უშლიდა ხელსო, ნათქვამია..
მიხო
11 ივნისი 2019 11:56
2
არ შედრკეთ, ბიჭებო. მე ვაფასებ თქვენს მონდომებას, თუმც გული მწყდება დაშვებული შეცდომების გამო. მხოლოდ ბრძოლით და მეტი მონდომებით მივაღწევთ მიზანს. ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები! გაუმარჯოს საქართველოს!!!
mamuka09ze
11 ივნისი 2019 11:32
5
და რამდენი წელია შეცდომებს უშვებთ? ვაი თქვენს პატრონს
555
11 ივნისი 2019 14:02
1
დანია რომ ჩვენსაზე უკეთესი გუნდი იყო მოედანზე რად უნდა ამას ბევრი მსჯელობა? მე მიყვარს ჩემი ნაკრები და ვხედავ ფეხბურთელების შემართებასაც და მონდომებასაც და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენზე მეტად განიცდიან წაგებას და ჩვენზე მეტად უნდათ გამარჯვება, ამიტომ მე ისევ მივალ სტადიონზე და ვიყვირებ საქართველოს, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანა და ჩემი გუნდია! ისე კი, რაც მალე ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ჩვენ-ჩვენი საქმით ვეცდებით დანიისნაირი ქვეყნის აშენებას, მით უფრო მალე დაამარცხებს ჩვენი ნაკრები დანიის გუნდს ფეხბურთშიც და სხვა სფეროებშიც. მანამდე კი გაუმარჯოს ჯაბა კანკავას და ჩვენს გუნდს!
ენვერი
11 ივნისი 2019 10:37
4
შე ნაგავო,მეორე და მესამე ბურთი გაჩუქათ მსაჯმა და მერე რა გაიტანეთ მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს.პენალტის დროს საჯარიმოში ჩვეულებრივი პოზიციური ბრძოლა მინდინარეობდა კანკავასა და იმ სირბანჩოს შორის,კი,შეიძლება კანკავა ზედმეტად აქტიურობდა,მაისურზეც ქაჩავდა ცოტას,მაგრამ ამის გამო თერთმეტმეტრიანის დადება მხოლოდ მიკერძოებულ მსაჯს შეეძლო.ასეთი ჩასაფერებული და სუბიექტური მსაჯი ნებისმიერ თამაშში მოძებნის მსგავს სიტუაციას საჯარიმო მოედანში.მესამე გოლის დროს კი პირიქით მეკარის საჯარიმოში,სადაც მეკარეზე ოდნავი შეხებაც კი ხშირად ჯარიმით სრულდება,ვერ დაინახა აშკარა ბლოკირება,მოკლედ,მსაჯს ან დედა ყავს დანიელი,სულ მცირე-ბებია მაინც,ან ბავშვობიდან დანიის ნაკრებზე აფანატებს.
ასეთი მიკერძოებული მსაჯობა არც მახსოვს ბოლოს როდის ვნახე.
დავითი
11 ივნისი 2019 08:29
11
"მსაჯს ან დედა ყავს დანიელი,სულ მცირე-ბებია მაინც". - მაგას დედა აღარ ყავს
ჰაჰა
11 ივნისი 2019 10:52
2
სუდიამ დაგვღუპა! სუდიამ და თარსმა სონამ დაგვთარსა თორემ...
კ ო მ ბ ლ ე
11 ივნისი 2019 02:42
7
უკვე მეორე მწვრთნელმა აიგდო მასხრად ვაისი.( გიბრალტარი, დანია)
რუსთავი
11 ივნისი 2019 02:04
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული