სოსო ფრუიძე: ის თამაში, რაც გუნდმა გიბრალტართან ჩაატარა, დანიასთან სათამაშოდ არ გამოდგება

AutoSharing Option
ივნისში საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა: ჯერ საკუთარ მოედანზე გიბრალტარს სძლია (3:0), შემდეგ კი სტუმრად დანიასთან დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხდა.

Sportall.ge საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებზე სასაუბროდ საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა.

- საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს 3:0 სძლია, დანიასთან კი 1:5 დამარცხდა. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ შეხვედრებს?
- ფაქტია, გვაკლია ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ. მწვრთნელმა სხვა ფეხბურთელები გამოსცადა, ახალგაზრდებს მისცა შანსი. მგონია, რომ ვინც გიბრალტართან ითამაშა, მომავალი მათ ხელშია.

ის თამაში, რაც გუნდმა გიბრალტართან ჩაატარა, დანიასთან
სათამაშოდ არ გამოდგება. ვლადიმირ ვაისმა გამოსცადა ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგალითად, ჩაკვეტაძის ადგილას როგორ ითამაშებდა კვარაცხელია. მე ვფიქრობ, რომ ეს ექსპერიმენტი იყო.

რაც შეეხება დანიასთან შეხვედრას - ფაქტია, რომ ყველა ასპექტში გვაჯობეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ბევრად სწრაფ ფეხბურთს თამაშობდენ, ეს მთლიანად აისახა შედეგზე.

- მატჩში იყო ორი სადავო მომენტი - პენალტის ეპიზოდი და მესამე გოლისას გიორგი ლორიას წინააღმდეგ შესაძლო წესების დარღვევა, რასაც გოლი მოჰყვა. ამ ფაქტორებმა რამდენად დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე?
- რაც შეეხება მსაჯს, ამ მომენტებში და სხვა მონაკვეთებიც იყო, როცა მისი სიმპათიები დანიის მხარეს გადაიწონა. დანია ჩვენზე ძლიერი გუნდია. რომ არა მსაჯის შეცდომები, შეიძლება ასეთი ანგარიში არ ყოფილიყო, თუმცა ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ და რომ არა ეს მომენტები, სამწუხაროდ, სხვა შესაძლებლობებს გამოიყენებდნენ. მათ ნამდვილად გვაჯობეს.

- თქვენ ხვიჩა კვარაცხელია ახსენეთ, რომელმაც ჩაკვეტაძის ადგილას ითამაშა. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი დებიუტით?
- მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭისთვის დებიუტი ნორმალური იყო. მთავარია, რომ სითამამე აქვს. ვთვლი, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება. მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ასევე არველაძის, კაკაბაძის.

- საქართველომ დანიის წინააღმდეგ ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა. ვაკო გვილიამ, სიმაღლიდან გამომდინარე, ქართველი მცველების  მოგერიებული ვერცერთი ბურთი ვერ მოიგო. როგორ ფიქრობთ, ცენტრფორვარდის გარეშე თამაში შეცდომა იყო?
- მესმის, რასაც ამბობთ. ვისაც უნდა ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ბურთი, რომელიც წინ მიდის, შენარჩუნებული უნდა იყოს.

რთულია ამის განხილვა. რა გადაწყვეტილებაც ვაისმა მიიღო, უშუალოდ მან უნდა გვიპასუხოს ამ კითხვებზე. გარედან ლაპარაკი არ არის იოლი, რადგან არ იცი, რა ხდებოდა შიგნით, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მწვრთნელს, მაგრამ ერთი არის - თუ ბურთს წინ იგერიებ, წინ უნდა იყოს ვიღაც, ვინც ამ ბურთს მოიგებს და შეინარჩუნებს. ამაში გეთანხმებით.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას კვლავ დანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში 8 სექტემბერს გაიმართება.

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

altგურამ კაშია: გვაჯობეს, დავმარცხდით, მსაჯთანაც და დანიასთანაც

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალი ხარ, ტრიბუნიდან ტრიბუნაზე გადადიოდნენ მეორე ტაიმში, მართლა მაგარი იყო,ეხლა სად გინდა გაზარდო ფეხბურთელები, კორპუსებში არ გაიზრდება.
ზაზა
21:07 12-06-2019
0
სამწუხაროდ ყველა ერიდება სიმართლის თქმას. ბატონი ფრუიძე ათი თავით უკეთეს ნაკრებს დააყენებდა სხვათა შორის
ვასო
19:14 12-06-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული