კახა ჩხეტიანი: "ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბის ვებგვერდთან ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" პირველ მატჩს 11 ივლისს შინ, კახა ცხადაძის "ორდაბასთან" გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩი 18 ივლისს გაიმართება.

"ვინც უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა და ასეა ახლაც.

"ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება. გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს "შერიფიდან" დაგვამახსოვრა. ასევე, "ორდაბასის" ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს - ჩვენთვის ისიც ნაცნობი
ფეხბურთელია "ლუდოგორეციდან"...

ხვალ "გაგრასთან" სათასო მატჩი გვაქვს და ახლა მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ "ორდაბასის" მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს - "საბურთალოს", "დინამოსა" და "ჩიხურას" ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო."

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული