"ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
კორღალიძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ლატვიაში მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თავის გამოჩენა და უცხოეთში წასვლა ბევრს უნდა, მათ შორის - მწვრთნელებსაც...
- ეს ფეხბურთის კანონია.
- თქვით, რომ სკამის დაკარგვის არ გეშინიათ...
- დიახ, ასეა... მაგრამ ამას რატომ მეკითხებით?
- მართალია, რომ ლატვიაში გიწვევენ?
- ...ჯერ ზაფხულის შესვენებამდე დარჩენილ სამ თამაშზე ვფიქრობ, მაგრამ არ დავმალავ, რომ რაღაც ვარიანტი ნამდვილად არის.