დღეს დილით ამერიკის ღია თასის მერვედფინალური შეხვედრა "ლოს ანჟელესსა" და "სან ხოსე ერსქვეიქსს" შორის გაიმართა, რომლის შემადგენლობაშიც თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა.
მე-7 წუთზე "სან ხოსეს" შეტევა არგენტინელმა ესპინოსამ წამოიწყო, კარგი გადაცემა გაუკეთა ქართველს და ვაკომაც ანგარიში გახსნა.
მეორე ქართველი, გურამ კაშია "ერსქვეიქსის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. სამწუხაროდ, ქართველების გუნდი კალიფორნიულ დერბიში 1:3 დამარცხდა და ამერიკის თასის გათამაშებას გამოეთიშა.
აღნიშნული გოლი კი,ყაზაიშვილისთვის სეზონში მე-4 იყო. თასის წინა ეტაპზე ვაკომ დუბლი შეასრულა, 1 გოლი კი MLS-ში გაიტანა.