ნინო პასიკაშვილი („ნიკე“, მოთამაშე-მწვრთნელი): “ჩემპიონთა ლიგის” მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს გასაგები, ვინც ფეხბურთში ერკვევა. ეს არის ის საფეხური, რისთვისაც თითოეული ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს, იბრძოდეს და ენერგიას არ ზოგავდეს ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ.
მნიშვნელოვანი მოვლებაა “ნიკესათვის”, რადგან კლუბი ერთი წლის არის და ევროასპარეზზე კარგი ისტორიით გვინდა დაწყება. შიდა ჩემპიონატში წაუგებელი სერიით ვასპარეზობთ და უეფას ამ საკლუბო ტურნირის კარგი შედეგით დასრულება გვსურს. რთული იქნება, მაგრამ ძალას არ დავიშურებთ“.
2019-20 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი უეფას წევრი ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ, 50 ქვეყნის 62-მა გუნდმა გამოთქვა. მამაკაცთა შორის უეფას საკლუბო ტურნირებისგან განსხვავებით, ქალთა ჩემპიონთა ლიგა ძირითად ბადემდე ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპს ატარებს. „ნიკემდე“ ორი წელი აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ორგზის ჩემპიონმა „მართვემ“ ითამაშა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით