ვიაჩესლავ კოლოსკოვი: ქართული გუნდების აქცია რომ დავით ყიფიანს ენახა, საფლავში გადატრიალდებოდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მატჩების წინ ქართული გუნდების მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გასვლას უმალ გამოეხმაურა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ფიფას ექსპრეზიდენტი და რუსული ფეხბურთის რუხი კარდინალი ვიაჩესლავ კოლოსკოვი.

"ასეთი აქციები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ალბათ, ამას ფიფა და უეფა ყურადღებას მიაქცევენ, თუმცა არა მგონია, სანქციები მოჰყვეს. მხოლოდ შეიძლება ქართული მხარე გააფრთხილონ. რუსეთის საფეხბურთო კავშირმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც რეაგირება არ უნდა მოახდინონ, უფრო შეშფოთების გამოხატვა მართებთ.

"მე პოლიტიკოსი არა ვარ. ჩვენ შეგვიძლია პოზიცია გამოვხატოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველ ახალგაზრდებს შორის ანტირუსული განწყობებია.
ჩვენს დროს შესანიშნავი და გადასარევი ურთიერთობები იყო ქართველ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და ფუნქციონერებთან. სახელგანთქმულ დავით ყიფიანს, რომელსაც მე ვიცნობდი, ეს რომ ენახა, საფლავში გადატრიალდებოდა.

მინდა, იმედი დავიტოვო, რომ ქუჩის აქციები ვიღაც სულელმა მოზარდებმა მოაწყვეს, მათ ეს გააკეთებინეს. არა მგონია, ისინი ბავშვობიდან ასე აღეზარდათ. ეს ყველაფერი პოლიტიკაა", - განუცხადა კოლოსკოვმა "სპორტ-ექსპრესს".

altახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგენი ღორია დავითი ვიყავ რუსეთში ვნახე ვაკენი ქალნი უნიფხვო კაცნი მაკენზი... ვაი ჩემო საფეიქრო ვაი ჩემო მასრა მაქო მე იმისი დედა ..... ვინც პირველად რუსი აქო
გრიშა
02:12 07-04-2020
0
ყიფიანს ის რო ენახა რუსეთი რას აკეთებს "საქართველოსთვის" შეიძლება გული გახეთქვიდა.
ვითომ?
07:53 25-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული