ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციაზე კომენტარი თბილისის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ომარ თეთრაძემ გააკეთა.

"ეს აქციები ტრაგედიაა. ფეხბურთელი დაქირავებული მუშახელია. მათ უთხრეს და გააკეთეს. თავად ამას არ იზამდნენ.

ეს, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს არ ალამაზებს. ისინი პოლიტიკაში არ უნდა გაერიონ. მათი საქმე ვარჯიში, თამაში, შედეგის მიღწევა და გულშემატკივართა გახარებაა.

გული მტკივა იმის გამო, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. მრავალი საუკუნის მანძილზე ჩვენ ერთად ვიყავით. თითქოს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური სიტუაცია ლაგდებოდა და აი, ასეთი პროვოკაცია მოხდა. ვინ მოახდინა პროვოკაცია, ეს უკვე მეორე საკითხია, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო.

ვფიქრობ, ეს დროებითია. ორივე მხარის ხალხი ჭკვიანია. იმედია, ისევ გასაერთიანებლად საკითხს გადაჭრიან.

ფეხბურთელები არაფერში დამნაშავენი არ არიან. თუ საქართველოს ნაკრებში გამოძახებას იმსახურებენ, უნდა გამოიძახონ. ეს სიტუაცია ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს არ უნდა შეეხოს", - განუცხადა თეთრაძემ championat.com-ს.

amiko
ომარი, რომ დათო ყიფიანმა დინამოდან გაუშვა იგი წავიდა რუსეთში კერძოდ დინამო მოსკოვის კლუბში და 1992 წლის დეკემბრის ბოლოს დინამოს გამოუგზავნა სპორტული ფირმა უმბროს 22 ცალი ბუტსი და 22 ცალი ბურთი.ძალიან გთროვთ ნუ გაიმეორებთ იმათ ნათქვამს, რომ საქართველო არ უკვარსო. ნოდარი მაგას არ იტყოდა.
გიორგი
ტყულია ცდილობენ რუსები ეს თემა პოლიტიკად გაასაღონ. არაა ეს პოლიტიკა. ეს ჩვენი - საქართველოს მოქალაქეების საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციაა. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ოკუპაციის საკითხზე ყველგან ჩვენი ერთიანობა დახვდებათ, ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც, მეცნიერებაშიც და ტურიზმშიც. თავად რუსეთი ხომ ყველაფერს იყენებს ზეწოლისა და დესტურქციისათვის? ასე არაა? მივესალმები ჩვენი ფეხბურთელების პოზიციას. გიორგი ჭელიძე
გიორგი
ცხონებულ ნოდარ ახალკაცს ჰკითხეს თავის დროზე, რას ფიქრობთო თეთრაძეზე, რომელიც რუსეთის ნაკრებში არჩია თამაშიო?! აბა სად აირჩევდაო, ეგ ოსიპოვია გვარად და საქართელო მისთვის უცხოაო, ესე უპასუხა ჟურნალისტს ახალკაცმა.
Status quo
თუ რუსეთში ქართველებზე ასეთი ზეწოლაა და შეურაცხყოფას აყენებენ, რატომ არ ჩამოდიან, ღირსების გრძნობა არა აქვთ? ხმელა პურის ჭამა მირჩევნია რუსის დაყვედრებულ ლუკმას.
გივი
მოღალატე და გამყიდველებს რა დალევს ამ დუნიაზე 2 კაპიკის გულისთვის რას არ აკეთებენ რა.
თამაზი
ჰოდა არასდროს ეგ ბიჭი არ ყოფილა ქართველი და იყო ერთი მუდამ პერსპექტიული ფეხბურთელი-მოგზაური კლუბებში.ილიას აზრებს არ იზიარებთ ზოგიერთები და ამას უგდებთ ყურს?
koli
ამ ხალხს, როგორც მინიმუმ, მიხეილ ჯავახიშვილი და ალექსანდრე ყაზბეგი რომ ქონდეთ წაკითხული, ესე ხელაღებით აღარ ილაპარაკებდნენ ამ ყბადაღებულ "მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე"!
ბარსა
ასეთი ხალხი უნდა შეკრიბო და"ტავარნი" ვაგონით გაუშვა დედა-რუსეთში
იახსარი
შენი წინაპრები "თეთროსები" თურქებს საქართველოში გამოექცნენ და დადებილებულმა ქართველებმაც შეიფარეს. თურქებმა ისეთი გენოციდი მოუწყვეს მათ, როგორც ჩვენ გვიწყობდნენ ამას, მაგრამ ჩვენ ამას რუსეთიც გვიმატებს ზემოდან, რაც ბოლო საუკუნეებში გადაიკვეთა ჩვენი გზები. ჩვენ კიდე ვერ ვისწავლით გაკვეთილს და კვლავ ვიღაც გადამთიელების მიმღებნი ვიქნებით ვატყობ თუ არ გამოვფხიზლდებით. ასე რო ჩაიკმინდე ხმა, შენ ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს!
Geo_Dinamo
ასეთები ვერც გაიგებენ, ვერც მიხვდებიან რომც აუხსნათ. იგივე გავრილოვია უკვე ეს გვარად თეთრაძე. ასე რომ ყურადღების ღიღსიც არაა ჩვენს მხრიდან. საკმაოა რუსეთში სხვა ეროვნების ხალხი რომლებიც რუსეთის ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი ტვ-თი ზომბირებულები არიან ისევე როგორც რუსეთის უმროვლესუბა მოსახლეობის. მათთვის მთელი მსოფლიო მტერია და ესაა მათი დიდი პრობლემა აზროვნებაში.
gio
რა პოლიტიკა რის პოლიტიკა, მამული წაგვართვეს და ესაა თურმე პოლიტიკური საკითხი. მარა ამ გარუსებულ ქართველებს თინა კანდელაკს, ქეთა თოფურიას, ამას და კიდე ვინმოთვლის, რა უნდა მოკითხო.

კი, შენ თუ მოგცეს კარიბჭის გასღები, მაშინ არ შემოუშვა... დალოცვილო, იცი მაინც, რა შეურაცხყოფისა და წნეხის ატანა უწევს რუსეთში მყოფ ქართველობას ყოველდღე? მათი გამოგზავნილი თანხებითაც რომ ჯერ კიდევ სუნთქავს საქართველოს შიდა ფულადი ბრუნვა, ამაზე თუ დაფიქრებულხარ ოდესმე? იქ მყოფი 1 ქართველი საშუალოდ აქ მყოფ 3-ს რომ არჩენს, ვიდაოთ ამაზე? მოვჭრათ ეს ხალხი საქართველოს რეალობიდან???
1234
რა საჭიროა ამ გარუსებული ხალხის აზრებს რომ აქვეყნებთ
ატარ ტეტრადზე
დემენცია ჭირთ მაგავს მრავალსაუკუნოვანებს. მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ახლობლობას ისე იძახიან გეგონება ეს მრავალი საუკუნე ეცხოვროთ.
gerd miuleri
ზღაპრებს ნუ წერთ რა . რა დინამოში არ იღებდნენ ? სადღა იყო დინამო , დაიშალა სსრკ და ახალგაზრდული ასაკიდანვე წავიდა სხვაგან . იკითხე მაინც რა ასაკისაა . საქართველოც უყვარს და ქართველებიც .არავის აზრს რომ არ ვუსმენთ , იმიტომ ვართ ნატოს წევრები და მაპზე უკეთესის ამარა .
gerd miuleri
ზღაპრებს ნუ წერთ რა . სსსრ დაიშალა და ახალგაზრდული ასაკიდანვე წავიდა ომარი . სადღა იყო დინამო ? ბერძენია , მაგრამ საქართველოც უყვარს და ქართველებიც . არავის აზრს რომ არ ვითვალისწინებთ , იმითომ ვართ ნატოს წევრები.
ლევანი
შე дурако ეს უბრალოდ შიდა პოლიტიკური ამბები კი არაა, აქ იმპერიალისტმა ქვეყანამ, თავის მეზობელ ქვეყანას ტერიტორიის 20% წაართვა, თავისი ჯარები ჩააყენა უკანონოდ და არ გვითმობს. ვისაც ერ არ ესმის идите на х...!
glot
ვის აინტერესებს ცვეიბას ან თეთრაძის აზრი?
სდფ
ეს ადამიანი ზოგადად ნეგატიურადაა განწყობილი ქართველების მიმართ.მახსოვს წლების წინ ერთერთი ინტერვიუს დროს ქართველები ნაციზმში დაადანაშაულა და განაცხადა,რომ იგი ეთნიკურად არის ბერძენი,ამის გამო მას დინამოში არ იღებდნენ,სანამ დედამისის გვარი თეთრაძე არ აიღო.
status quo
რუშეთში მცხოვრები ქართველები მენტალურად რუსები ხდებიან და აქ არ არიან შემოსაშვები.მაგალითიც აგერ გაქვთ.
ოთარ შავაძე
ეს სუბიექტი არის რუსი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული გვარი აქვს. აზროვნებს რუსულად, იღწვის რუსეთისთვის და თავისი მარტივი ტვინით ფიქრობს სწორედ ისე, როგორც რიგითი რუსი. ამას არც სამშობლოს უბომბავენ და არც მავთულხლართებს უვლებს ვინმე.
zuka
შე კვერცხო, [ოლიტიკაში კი არ ვერევით, ის ერევა ჩვენ ცხოვრებაში! შე უჯიშო! ჩვენ არ დაგვიპყრია არავინ, ჩვენ გვხოცეს, გამოგვყარეს და მიწა-წყალი და სახლკარი წაგვართვეს. პოლიტიკა-გრამაფონშია
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა
"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა
ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა
ომარ თეთრაძე: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსი აქვს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან