გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში აღარ იხმონ

AutoSharing Option
რუსეთის გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ლებედევმა კიდევ ერთხელ დაგმო ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქცია. ის აშკარად გაღიზიანებულია, რომ უეფამ ქართული კლუბები არ დასაჯა.

"ქართული გუნდების აქცია უეფასა და ფიფას ყველა შესაძლო წესის დარღვევაა, რომელიც კრძალავს პოლიტიკის ნებისმიერ რეკლამას ან პოლიტიკის ხსენებას ოფიციალური მატჩებისას. უეფამ უკვე გვიპასუხა, რომ ეს ღონისძიება საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ტარდება. ამდენად, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხომ უეფას წევრია. შესანიშნავად გვესმის, რომ სფფ არ დასჯის ამ ფეხბურთელებს. სადღაც გულის სიღრმეში, ალბათ, მხარსაც უჭერენ.

როდესაც
დმიტრი ტარასოვმა "ფენერბახჩესთან" მატჩის შემდეგ პუტინის გამოსახულებიანი მაისურა გამოფინა, მთელი მსოფლიო გადაირია. ამ დანაშაულისთვის კინაღამ ტარასოვის ჩამოხრჩობა მოითხოვეს. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ. ჩვენთან რომ რომელიმე კლუბი ანტიქართული ან ანტიუკრაინული ლოზუნგებით გამოვიდეს, მთელი ევროპა, დეპუტატები და ჟურნალისტები ილაპარაკებდნენ, რომ დასასჯელნი არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მთელი ქვეყანაა. სპორტი პოლიტიკის გარეშე - ეს სპორტის ლოზუნგია.

თუ დღეს მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ ქართველი ფეხბურთელები არანაირად არ დაისაჯნენ, ხვალ ასევე უკრაინელი ფეხბურთელები მოიქცევიან, ზეგ კი ბოსნიელები კოსოვოელების წინააღმდეგ. ფეხბურთი შეიძლება პოლიტიკურ სარბიელად გადაიქცეს. უეფა ვალდებული იყო, სფფ-სთვის ეთქვა, რომ ფეხბურთელები არასწორად მოიქცნენ და დასასჯელნი არიან.

შეუძლიათ თუ არა რუსეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების საქართველოს ნაკრებში გამოძახება შეწყვიტონ? რუსოფობიული განწყობილებები სიგიჟის პიკზე მათ ყველაფერს მოამოქმედებინებს. ჩვენ გვახსოვს, როგორ "დაესხნენ თავს ზურგიდან" რაკიცკის, როდესაც "ზენიტში" გადმოვიდა. იგივე ახლა საქართველოში იწყება. სავსებით შესაძლებელია, ანტირუსული განწყობილებების ტალღაზე სფფ-მ თქვას, რომ მეტად აღარ უნდათ ნაკრებში კვირკველია და ანანიძე იხილონ. ზოგიერთი ჩინოვნიკის უტვინობა მსოფლიოში სიტუაციას არ აუმჯობესებს. დაზარალდებიან გულშემატკივრები და სპორტსმენები, რომლებსაც ეს მაისურები არ ჩაუცვამთ", - განუცხადა ლებედევმა championat.com-ს.

altრუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს

altომარ თეთრაძე ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქციაზე: ეს ფეხბურთელებს არ ალამაზებს

 

altახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო

 

alt"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 17 /
გუშინ მალახოვის გადაცემას უყურებდნენ სახლში. ვიღაც ბალერინა 1 წელია დაკარგულია. 4 საყვარელი ყოლია ერთდროულად. ერთერთს მურთაზი ერქვა, გვარად ხიზრიევი თუ ხაზაევი (რაღაც ესეთი). მერე ვიღაც იურისტი კომენტარში ამბობს: ეს ქართველი, ციხეში იჯდა თაღლითობისთვისო... ვის გაუგია ესეთი გვარით ქართველი?! მთავარია მან თქვა და ქართველია თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? და თურმე ჩვენთანაა რუსოფობია უმიზეზოდ და იქ მხოლოდ ქართველების სიყვარულს ქაგაგებენ. დავიჯერო, ბოლოს და ბოლოს - უფალი ამ ანტიქრისტეებს არ დასჯის?
alexandre fachuashvili
12:37 27-06-2019
3
ბატონო, Odala, ადრეც მახსოვს თქვენი კომენტარი და, როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ რუსეთი. თუ ქართველი ხართ (ან თუნდაც საქართველოს მოქალაქე), ძალიან სამწუხაროა თქვენი ასეთი პოზიცია. თანაც, თურმე სიმართლე ყოფილა რუსების მხარეს და ეს ქართველობაზე მეტია. არ გრცხვენიათ? რა სიმართლე, ჩვენი მიწები დაიკავეს და ყოველდღიურად წევენ ჩვენსკენ საზღვარს, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, სცემენ და ა.შ. ამის შემდეგ, რომელი სიმართლეა მათ მხარეს?! რომ პოლიტიკა სპორტში არ უნდა გავრიოთ? და თუ პოლიტიკა ერევა სპორტსმენების და თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, მაინც?!
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული