ეროვნული ლიგა. XX ტური: აუტსაიდერების მატჩში "რუსთავმა" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში "რუსთავმა" "ვიტ ჯორჯიას" 1:0 მოუგო.

აუტსაიდერების მატჩი დიდად სანახაობრივად არ გამოდგა. ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტი და 64-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ჩოგაძემ მარჯვენა ფლანგზე დრიბლინგის შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ "რუსთავი" 18 ქულით მეცხრე ადგილზეა, "ვიტ ჯორჯია" კი 14 ქულით უკანასკნელ, მეათე პოზიციაზე.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - ვიტ ჯორჯია 1:0
გოლი: თემურ ჩოგაძე (64)

რუსთავი (4-1-4-1): გოგი კულუა, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი (პაპუნა ფონიავა 58), ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, თემურ
ჩოგაძე, პაატა კიტეიშვილი (ზურაბ ჯაფიაშვილი 75), ლაშა ქოჩლაძე (ლუკა გადრანი 90), გეორგი ბუგულოვი, ბექა ქავთარაძე, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია (4-3-3): ლევან ისერგიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა თათხაშვილი (ბექა გუგბერიძე 14, ბექა აშორდია 87), ზვიად ნაჭყებია, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), გიორგი ვაზაგაშვილი (გიორგი გვასალია 68), ირაკლი ზარიძე, გიორგი ვასაძე, ზურაბ მუსელიანი, თორნიკე მუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული