კარგი ამბავი - ლუკა ზარანდია ბელგიურ გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია პოლონური "არკადან" ბელგიურ "ვარეგემში" გადავიდა.

ზარანდიას ბელგიურმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კლუბი ზარანდიას ახასიათებს როგორც პერსპექტიულ და კარგი დრიბლინგის მქონე ფეხბურთელს, რომელიც 18 წლის ასაკში "გენკში" იმყოფებოდა და "არკაში" 2.5 წლის განმავლობაში თავი დადებითად წარმოაჩინა.

"მინდა, ბელგიაში ამჯერად უკეთ ვითამაშო. პოლონეთში შეძენილი გამოცდილება ამაში დამეხმარება", - განუცხადა ზარანდიამ კლუბის საიტს.

ზარანდია "არკას" დაემშვიდობება და ახალ გუნდს შაბათს შეუერთდება.

"ვარეგემი" ბელგიის გასულ ჩემპიონატზე მე-11 ადგილზე გავიდა.



მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოველთვის გამორჩეულად მომწონდა ეს გუნდი ბელგიაში, რომ იტყვიან სახლის გუნდია არ ახარებს არავის. კონტრზე თამაშობენ სასწაულად ვისაც ნაყურები აქვს დამეთანხმება. წარმატებები ლუკა საშენო გუნდია ნამდვილად ამ ეტაპისთვის.
ყოჩაღ
20:47 02-07-2019
0
ვაა ლუკიტო დაბრუნდა, რას ასწორებს ბელგიაში
jigaro
21:23 02-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული