კახა ჩხეტიანი: მინდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს - პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ღირსებას ვიცავთ

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/FcTorpedoKutaisi1946

ქუთაისის "ტორპედო" 11 ივლისს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე კახა ცხადაძის "ორდაბასი" იქნება.

Sportall.ge ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და მომავალი დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.

- ბოლო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივთან" (0:2) დამარცხდა, რას გვეტყვით აღნიშნულ შეხვედრაზე?
- წაგების მიზეზზე რა შემიძლია გითხრათ?! ალბათ, ის, რომ 10 ფეხბურთელი წავიდა და რთულია, ასეთ დროს ითამაშო. მაგრამ ვფიქრობ, რომ წასაგები მატჩი მაინც არ იყო.

- 1 კვირა რჩება "ორდაბასთან" მატჩამდე. რას ფიქრობთ მეტოქეზე, როგორ შეაფასებთ შანსებს,
იმ ფონზე, როდესაც თქვენი გუნდი მნიშვნელოვნად შესუსტდა?

- ძალიან ძლიერი გუნდია, ურთულესი თამაში გველოდება. ამ დღეებში რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ შეხვედრისთვის მოვემზადებით.

ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება და ვეცდებით, რომ შეთამაშება მოვახერხოთ. ამ დღეებში კიდევ საქართველოს ჩემპიონატის კლუბებიდან ახალი ფეხბურთელები შემოგვიერთდებიან.

- როგორ მდგომარეობაშია როინ კვასხვაძე? დიდი ხანია მოედანზე არ გვიხილავს...
- უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, უკეთესად არის. შესაძლოა, ითამაშოს.

- მიუხედავად იმისა, რომ 10-მა ფეხბურთელმა უკვე დაგტოვათ, ხომ არ არის იმის შანსი, რომ "ორდაბასამდე" "ტორპედოდან" ვინმე სხვაც წავიდეს?
- ამაზეც ვერაფერს გეტყვით. იმის თქმა შემიძლია, რომ ბუდუ ზივზივაძეს აქვს ტრავმა, ტრავმირებულია გრიგოლ დოლიძეც, რომელიც "ორდაბასთან" პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება.

ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც შანსი მიეცემათ, ყველაფერს გააკეთებენ.

- რა მიზანს ისახავს ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე?
- რა შემადგენლობითაც არ უნდა ვიყოთ, ერთადერთი მიზანი გვაქვს - შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველა ფეხბურთელი, ვინც მოედანზე გავა, ამისთვის იბრძოლებს. ურთულესი იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევარცხვინოთ ჩვენი გულშემატკივარი, ქალაქი და ქვეყანა.

ყველამ იცის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, მაგრამ მინდა აქედანვე ვუთხრა ფეხბურთელებს: პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ღირსებას ვიცავთ, ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.

იმედი მქონდა, რომ ევროტურნირებისთვის ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხვაგვარად მოხდა. მინდა ყველა კლუბს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ვუსურვო, მაგრამ პირველ რიგში - სტაბილურობა. ეს წარმატების პირველი გარანტია!

მკითხველის კომენტარები / 8 /
სვანური გენია შენში კახა, ერთგულება ძარღვებში გიჩქეფს.
ბექნუ
06 ივლისი 2019 00:30
2
როგორი საქმის პროფესიონალი, ტორპედოს სიყვარულით სავსე და როგორი კარგი მწვრთნელია უბრალოდ არ მჯერა, რომ ასეთი გუნდი დაუშალეს კაცს და მაინც არ ყრის ფარ-ხმალს.. სირცხვილი ჩაჩავას.. იმედია ქუთაისელები "მოთხოვენ" ჩაჩავას პასუხსაც :)) ჩხეტიანი, ჭიაბრიშვილი, ფრუიძე, გეგუჩაძე ბევრს იმსახურებენ ეს მწვრთნელები.. გენაცვალეთ.. წარმატებები ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე
პ.ს. ბათუმის დინამო!
ზუზუ
05 ივლისი 2019 17:57
0
კარგი მოწოდებაა მომეწონა ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ რომ დღეს მინდორი უბრალოდ მინდორი კიარა ბრძოლის ველია სადაც უნდა დავამტკიცოთ ჩვენი იდენტურობა ჩვენი გენის სიძლიერე თავისუფლებისკენ სწრაფვა ბატონ კახას ვეტყოდი გელათი ახლოა აიყვანე გუნდი დავით აღმაშენებლის საფლავზე და მოუყევით გუნდს დიდგორის ომზე რა სიტყვებით მიმართა(აქ ალ პაჩინოს გვიხატავდნენ) არაა ორდბასი დაუმარცხებელი დაწყებამდე ნუ წააგებთ თამაშს იმ წასული 10კაციდან არცერთი იყო მესი ან რონალდო ჭკვიანურად თუ დაარიგებ ახალგაზრდები უფრო მოინდომებენ ნუ დაიძაბებით შეეცდებიან კონტრშეტევაზე დაგვიჭირონ სწრაფი გოლზე უნდა გაკეთდეს აქცენტი რომ იძულებული გახდნენ შეცვალონ ტაქტიკა წარმატებები და წააკითხეთ ჩხეტიანს აუცილებლად.
კახა
05 ივლისი 2019 13:54
0
მერიის და ზაალ ჩაჩავას სინდისზეა ამ გუნდის დაქცევა/განადგურება..
georgian
05 ივლისი 2019 13:52
0
visiamovneb torpedos ganadgurebit
toopedo
05 ივლისი 2019 12:09
32
ra knas chxetianma, aset kacs ro uxalateb da ar daapasebs kaci, is ars tavis ojaxs ar cems pativs, torpedo eryi didi ojaxia da arcert sxva klubchi araa iseti megobruli garemo rogorc torpedochia, ordabastan arc gvak imedi, znelia gundidan 10 pegburteli gaikces da gundi isev pexze daakeno, as ra tkma unda cheuzlia chxetians magram amas dro chirdeba, dro ki titkmis araak gunds chesatamacheblat, ordabasi ki kvelam vicit ra gundic ari, tavisi milioneri pegburtelebit, 7 kaci marto kazaxetis nakrebis cevria, bedis ironiaa kvelaze zlieri metoke kartuli gundebtan chedarebit torpedos chexvda amas jobda cheripi chegvxvedroda, da dinamoze da chixuraze agar vambob, naxevari zalit unda gadalaxon pirveli etapi, arvici dolizis da zivzivazis gareche magrad gagvichirdeba,, isedac 17 19 clis bichebi gvkavs gundchi, carmatebebi chxetians da mis gunds, tu ar caagebt gmirobis tolpasi ikneba , tu arada verc veravin mogtxovt aset cituaciachi gamarjvebas, rac mtavaria psikologiurad unda moemzados gundi, torpedos pegburtelebma unda ircmunon tavisi zalebi, da gaigon ro isini isetive pegburtelebi arian rogorc ordabaschia mtavari gansxvaveba is ari rom kazaxetis mtavroba upro mets aketebs imistvis ro kvekanachi pegburti ganvitardes da chventan pirikit kvelapers aketeben ro gundebi evrotasis cin daichalos.ar dabloko es realobaa da kvelam icis .
KUTAISELI
05 ივლისი 2019 12:08
0
კუთხურს თU მოაწვდით კაი შედეგი იქნება
sdfffffff
05 ივლისი 2019 10:28
20
ყოველი ევროპული ტურნირების დაწყებას,შეგნებულად ,თუ პირიქით,ქართული კლუბები დასუსტებული ხვდებიან,რა არის ეს?ტრადიცია?თუ დოყლაპიობა?არსაიდან ხსნა,სრული უკუნეთი და ბნელეთი,მაზოხიზმი........
ზასტაველი
05 ივლისი 2019 10:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული