"საბურთალო" "შერიფს" ჯაბნის დ პირველი ტაიმი 1:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივლისს, "შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩის პირველი ტაიმი "საბურთალომ" ჩინებულად ჩაატარა და 1:0 მოიგო.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა.შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის
ალბათ, მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა, რომელსაც როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო 0:1
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი, იახი, ხურადო, კრისტიანო, პალიჩი, გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაცი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, როლოვიჩი, კოხრეიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული