
"ტორპედოს" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც თბილისის "დინამოში" უწინასწარმეტყველებდნენ გადასვლას, კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.
ზივზივაძემ "მეზოკოვეშდისთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა - ამ ინფორმაციას მადიარული კლუბის საიტი ავრცელებს.
"მეზოკოვეშდი" გულშემატკივრებს ამცნობს 25 წლის ახალწვეულის კარიერას, მის ბომბარდირულ თვისებებს და რომ საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
გასულ სეზონში ამ გუნდმა ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა, მომავალი პირველობის პირველ ტურში კი, 3 აგვისტოს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.