
"სან ხოსეს" თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურს გაუშინაურდა.
კალოფორნიულ დერბიში "სან ხოსემ" ორჯერ ზედიზედ სძლია ლოს-ანჟელეს "გალაქსის" და გამარჯვებებში უმნიშვნელოვანესი წვლილი ქართველმა თავდამსხმელმა შეიტანა.
მე-19 ტურში მან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდთან შეხვედრაში (3:1) გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და სიმბოლურ ნაკრებში კვლავ შეიყვანეს.
შეგახსენებთ, ვაკო მე-18 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მიმდინარე პირველობაზე მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.