"ბრონდბიუმ" საბა ლობჟანიძის სანაცვლოდ "რანდერსს" 4.5 მილიონი კრონა შესთავაზა

AutoSharing Option
"რანდერსის" სპორტულმა დირექტორმა სიორენ პედერსენმა bold.dk-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "ბრონდბიუს" შემოთავაზება საბა ლობჟანიძის თაობაზე მათთვის საინტერესო არ არის.

აქვე, დანიურმა გამოცემა BT-მ გუშინ დაწერა, რომ "ბრონდბიუმ" საბა ლობჟანიძის სანაცვლოდ "რანდერსს" 4.5 მილიონი კრონა შესთავაზა, რაც დაახლოებით 500 000 დოლარი გახლავთ.

პედერსენი ამბობს, რომ დანიური გრანდის ფსონი მათთვის ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის.

"ბრონდბიუს" არ შემოუთავაზებია იმდენი, რომ ჩვენთვის საინტერესო ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ უარი ვუთხარით".

პედერსენი ამბობს, რომ საბა ლობჟანიძეს აქვს განვითარების რესურსი. აქედან გამომდინარე, მის მომავალ კლუბს საბას უფრო
ძვირად გაყიდვა შეეძლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული