ევროპა ლიგა: სად ვუყუროთ ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩებს

AutoSharing Option
დღეს, 18 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებს ორი ქართული კლუბი გამართავს.

ქუთაისის "ტორპედო" შიმკენტის "ორდაბასის" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" იქნება შესაძლებელი.

პირველი დაპირისპირება ყაზახური კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

შეხვედრის წინ ორივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

altკახა ჩხეტიანი: უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა

altკახა ცხადაძე: მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარა

დღის მეორე მატჩი კი ანდორაში გაიმართება, სადაც თბილისის "დინამო" ადგილობრივ "ენგორდანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს.

დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის "დინამოს" Facebook-გვერდი შემოგვთავაზებს.

პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ "დინამო არენაზე" გაიმართა, რომელიც თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯებით, 6:0 დასრულდა.

მატჩის წინ "დინამოელთა" მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ კომენტარი გააკეთა.

 

altფელის ვისენტე: ისევ მოგებას შევეცდებით და სიურპრიზებსაც არ მოვერიდებით

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული