მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე

AutoSharing Option
20 ივლისს უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ინდივიდუალური შეჯიბრის ძირითად ეტაპზე რაპირათი მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ, ხმალში კი თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი გამოვლენ.

ამავე დღეს გუნდური ასპარეზობა დაიწყება. ხმლით მოასპარეზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების პირველი მეტოქე ავსტრალია იქნება.

გამარჯვების შემთხვევაში, რისი ალბათობაც ძალიან დიდი, საქართველოს მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, ვისაც პირველ ეტაპზე სინგაპურთან უწევთ შეხვედრა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია.

ქართველი მოფარიკავეების შეხვედრების განრიგი:

10:45 T64 თეოდორა
კახიანი - პალინა კასპიაროვიჩი (ბელარუსი)
11:15 T64 ლიკა ჯიჯეიშვილი - ხიაოიე ჯია (ჩინეთი)
12:20 T64 ლუკა ღაღანიძე - ალაელდინ აბუელკასენი (ეგვიპტე)
12:20 T64 ლაშა გალუაშვილი - ჯუნ ჰეო (სამ.კორეა)
13:20 T64 საქართველო - ავსტრალია


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული