ლუკა ზარანდია "ზულტე-ვარეგემში" უმალ წამყვანი ფეხბურთელი გახდა - დღეს პირველი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ბელგიურ "ზულტე-ვარეგემში" გადასვლისთანავე მისი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

ზარანდიას არ გასჭირვებია ადაპტაცია, ვარეგემელთა ახალმა 7-იანმა უმალ დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.

"ლოკერენთან" (2:2) და "ოსტენდესთანაც" (1:1) ითამაშა და დღეს "ვილემს" ლამაზი გოლი გაუტანა.

ის სასტარტოში იყო, შესვენების წინ ანგარიში გახსნა და 86-ე წუთზე შეცვალეს.

"ზულტე-ვარეგემის" მწვრთნელმა ფრანკ დიურიმ ზარანდიას კარგ ასპარეზობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ გუნდი პროგრესირებს.

ამით ზარანდიას გუნდმა სპარინგები დაასრულა და 27 ივლისს, ჩემპიონატის პირველ
ტურში "მეხელენს" უმასპინძლებს.

მოკლედ, ბელგიის პირველობას ამიერიდან კიდევ უფრო მეტი ინტერესით მივადევნებთ თვალს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტყიბულის ,,მეშახტეში" გადასულიყო ბარემ და გზაშივე გუნდის ლიდერი გახდებოდა . წარმატებები !
grishka
12:29 21-07-2019
19
ზარანდია ზულტე ვარეგემის ყველაზე მაგარი შენაძენი გახდება პირველივე სეზონში
Temo
06:13 21-07-2019
1

სიახლეები პოპულარული