"ტორპედო" მაქსიმე ქვილითაიამაც დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" 33 წლის მეკარემ, მაქსიმე ქვილითაიამ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის საიტმა გაავრცელა:

"ვარჯიშის დაწყებამდე გუნდს მეკარე, ვიცე-კაპიტანი მაქსიმე ქვილითაია დაემშვიდობა, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს".

ქვილითაიამ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ის უკანასკნელ ხანს გუნდიდან წასული მე-14 ფეხბურთელია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები მაქსიმეს და ქართულ ფეხბურთს. ცუდი ფაქტია როცა ტრადიციული გუნდი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. გასაკეთებელი ძალიან ბევრია ქართულ ფეხბურთში
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული