სოსო ფრუიძე: "აბერდინი" ფავორიტია, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იმარჯვებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura

საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შოტლანდიურ "აბერდინთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ "აბერდინი" დიდი ტრადიციების მატარებელი გუნდია. ჩვენ პატივს ვცემთ, როგორც საფეხბურთო ქვეყნის გუნდს და დიდი პატივია მის წინააღმდეგ თამაში.

"აბერდინს" მაღალი, ძალისმიერი ფეხბურთელები ჰყავს; თამაშობს ტიპურ ბრიტანულ ფეხბურთს. არაა დასამალი, რომ ყველაზე მეტად სტანდარტულებს ვუფრთხით.

დაბალანსებული გუნდია, თუმცა მათაც აქვთ მინუსები, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ და ვნახოთ, როგორ გამოგვივა მათი ამ მინუსების გამოყენება.

არდაზიშვილს ტრავმა აქვს და ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.
სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ მიკროტრავმები, თუმცა ხვალ მხოლოდ რატი ვერ დაგვეხმარება".

შოტლანდიელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენ გულშემატკივარს ელოდებიან ხვალ, სოსო ფრუიძემ უპასუხა, რომ სტადიონის სრულად გავსებას ელოდება.

"აბერდინს" კარგი ნახევარდაცვა ჰყავს, ახალგაზრდა ფერგიუსონის სახით და ასევე, ცენტრფორვარდი. ფლანგის მცველებიც კარგად უტევენ ფლანგებიდან და საერთოდ, როცა ბურთი აქვთ, ეს გუნდი საკმაოდ ძლიერია.

ჩვენ ვეცდებით, "ჩიხურასათვის" სასურველი შედეგით დავასრულოთ შეხვედრა. თუმცა რეალურად ფავორიტი "აბერდინია", მაგრამ ყოველთვის ფავორიტი ვერ იგებს და ჩვენ ჭკვიანური ფეხბურთით ვეცდებით სასურველი შედეგის მიღწევას", - დასძინა ფრუიძემ.

"ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის შეხვედრა ხვალ, 25 ივლისს, "დინამო არენაზე", 20:45 წუთზე დაიწყება. ბილეთების შეძენა "დინამო არენის" სალაროებსა და biletebi.ge-ზე შეგიძლიათ. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული