მერაბ გიგაური: "დინამოს" წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებული ვარ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ "გაბალას" ქართველმა ახალწვეულმა მერაბ გიგაურმა ისაუბრა.

"ხვალ ძალიან დაძაბული თამაში იქნება. "დინამო" ძალიან კარგი გუნდია. გავაანალიზეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდეს.

"დინამოს" წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი მოტივაციაა, ორმაგად და სამმაგად მოტივირებული ვარ.

ადაპტაციის პროცესი არ გამჭირვებია, ყველა თბილად დამხვდა. დავით ვოლკოვიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. აქ ყველა ერთი ოჯახივითაა", - განაცხადა მერაბ გიგაურმა.

24 წლის ნახევარმცელი აზერბაიჯანულ კლუბს 1 თვის წინ ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა.

"გაბალასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბაჩო შურღაია გაბალიდან

altფელის ვისენტე: აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით ჩავედით - გამარჯვებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს

alt"გაბალას" მწვრთნელი: თბილისის "დინამო" ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა

altხოსე პერალესი: "გაბალასთან" მატჩზე ვფიქრობთ, "ფეიენოორდი" ჯერ არანაირი მოტივაცია არ არის

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
რატო ორმაგად მოტივირებული?ნეფჩის მიმართ იყავი ორმაგად და ასმაგად მოტივირებული
Racha
22:34 24-07-2019
1
კარგად თუ ითამაშებ-არავინ დაგძრახავს,მაგრამ ორმაგ და სამმაგ მოტივაციას ძალიან ცუდი სუნი ასდის.
ფერნანდო
02:07 25-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული