მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ და ამაზე კომენტარი გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა:
"კვირკველია და ჰიოვედესი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და სულ მალე იმ კონდიციებს დაიბრუნებენ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავაყენო", - განუცხადა სიომინმა championat.com-ს.
სიომინმა რუსეთის ჩემპიონატზე ცსკა-სთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ცენტრალურმა მცველმა მურილიომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო სიკვდილით ვერ დასჯის. სხვათა შორის, მურილიო "ლოკოს" ხელმძღვანელებმა სიომინის დასტურის გარეშე შეიძინეს "კრუზეიროდან".
"ლოკომოტივი" 3 ტურის შემდეგ 4 ქულით პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა და 3 აგვისტოს სამარაში "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდება.
საბა კვირკველიას არ უთამაშია, თუმცა რუსეთში კიდევ ერთი ტიტული მოიგო
საბა კვირკველიას სამსახურით საბერძნეთის ჩემპიონი დაინტერესდა
"ლოკომოტივის" მწვრთნელი: კვირკველია პრემიერლიგაში სათამაშოდ მზად არ არის