იური სიომინმა საბა კვირკველიას დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ და ამაზე კომენტარი გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა:

"კვირკველია და ჰიოვედესი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და სულ მალე იმ კონდიციებს დაიბრუნებენ, რომ სასტარტო შემადგენლობაში დავაყენო", - განუცხადა სიომინმა championat.com-ს.

სიომინმა რუსეთის ჩემპიონატზე ცსკა-სთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ცენტრალურმა მცველმა მურილიომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო სიკვდილით ვერ დასჯის. სხვათა შორის, მურილიო "ლოკოს" ხელმძღვანელებმა სიომინის დასტურის გარეშე შეიძინეს "კრუზეიროდან".

"ლოკომოტივი" 3 ტურის შემდეგ 4 ქულით
პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა და 3 აგვისტოს სამარაში "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული