10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება ზაგრების "დინამოსთან" მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 5 უპასუხო გოლი გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა.

თბილისური კლუბი ახლა ევროპა ლიგაზე გადაერთვება, სადაც მესამე რაუნდში სომხეთის ჩემპიონ "არარატ არმენიას" დაუპირისპირდება.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ლაზარე კუპატაძე - 4.5 - 23 წლის მეკარემ "საბურთალოში" დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. რამდენიმე მომენტში გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა, თუმცა ბოლო წუთებში თამაში ნამდვილად არ წაუვიდა. პირველი გოლის არგაშვება, ფაქტობრივად, შეუძლებელი
იყო, რადგან დარტყმა ძალიან ძლიერი იყო, თან ახლო მანძილიდან, თუმცა ბოლო ორ შემთხვევაში უკეთესი თამაში მართებდა.

გაგი მარგველაშვილი - 4 - უნდა აღინიშნოს, რომ "საბურთალოს" კაპიტანი ამ შეხვედრაში, ისევე, როგორც წინა მატჩებში, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

გასულ მატჩში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, პირველ ტაიმში ლაზარე კუპატაძეს შეუშალა ხელი, რასაც ქართული გუნდის კარში დარტყმა მოჰყვა.

პირველი გოლის ეპიზოდში კი ბურთი ფეხებს შორის გაუტარეს, რასაც საბოლოოდ ანგარიშის გახსნაც მოჰყვა.

გიორგი რეხვიაშვილი - 4.5 - კარგი შეხვედრა ჰქონდა გიორგი რეხვიაშვილს, თუმცა ბოლო 15 წუთში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ, ფაქტობრივად, კარგად ჩატარებული პერიოდი გადაფარა.

მეორე გოლის ეპიზოდში ბურთი თავზე გადაახტა და საბოლოოდ დანი ოლმომ პეტკოვიჩს საგოლე გადაცემა გადააწოდა.

ლევან კაკუბავა - 4.5 - გამოცდილმა მოთამაშემ ბევრი იბრძოლა, რამდენჯერმე ბურთიც ამოიტანა, მეტოქეები მოატყუა, თუმცა დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამ მხრივ ისევ პირველი გოლის მომენტი უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც პეტკოვიჩმა და ორსიჩმა კედელი გაითამაშეს. ბურთი ჯერ მარგველაშვილს გაუძვრა ფეხებს შორის, მეორედ კი - კაკუბავას.

ნიკოლოზ მალი - 5 - ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ შეხვედრაში. ნორმალურად პოზიციონირებდა დაცვაში და კარგი იყო შეტევაშიც, ამწვავებდა თამაშს, პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს და რომ არა დაზიანება, მოედნის დატოვება არ მოუწევდა.

გრიგოლ ჩაბრაძე - 4.5 - აქტიური იყო, თუმცა მოედანზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ჰქონდა შეცდომებიც და მოედანი მატჩის დაწყებიდან 1 საათში დატოვა.

დაჩი ცნობილაძე - 4 - ცნობილაძე მარგველაშვილთან ერთად, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.

სანდრო ალთუნაშვილი - 5 - "საბურთალოს" ცენტრალური ნახევარმცველი, წინა მატჩების მსგავსად, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ის ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს მოედნის ცენტრში. კარგი შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა სხვებს აშკარად სჯობდა.

თორნიკე გორგიაშვილი - 4 - თორნიკე გორგიაშვილს ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველებთან ბრძოლაში არაფერი გამოუვიდა. ბურთი რამდენჯერაც მიიღო, თითქმის ყოველ ჯერზე დაკარგა. თორნიკეს ცუდი მატჩი ჰქონდა და 61-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი გაბედავა - 5 - გიორგი გაბედავა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა. გატანა სამჯერ შეეძლო. ერთხელ მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა, მეორედ კი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ თავით ურტყამდა, თუმცა მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. ყველაზე რეალური მესამე მომენტი იყო, როდესაც როლოვიჩის პასის შემდეგ 1 მეტრიდან გატანა მართებდა, მაგრამ მცველმა შეუშალა ხელი.

ოგნიენ როლოვიჩი - 4 - მონტენეგროელ თავდამსხმელს მომენტები, წინა შეხვედრების მსგავსად, ახლაც ჰქონდა, თუმცა მან ამ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა. ერთ-ერთ მომენტში კართან ძალიან ახლოს მყოფმა ბურთს ფეხი ააცილა, არადა, იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო.

მატჩის მიწურულს კი გიორგი გაბედავას კარის წინ კარგი პასი მისცა, თუმცა ამ უკანასკნელმა გატანა ვერ მოახერხა.

იური ტაბატაძე - შეფასების გარეშე

გეგა დიასამიძე - შეფასების გარეშე

ჯემალ ჯინჯოლავა - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 5.0 - "საბურთალოს" დამრიგებელმა ყველა რესურსი გამოიყენა, რაც ხელთ ჰქონდა, თუმცა, ვერაფერს გახდა. პირველ ტაიმში მისი გუნდი კარგად გამოიყურებოდა, შექმნა რამდენიმე მომენტი, თუმცა მეორე ტაიმში, როგორც სხვა შეხვედრებში, დაღლა დაეტყო, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა.

ახალგაზრდა სპეციალისტს ხორვატიულ მატჩში 4 წამყვანი მოთამაშე აკლდა, ისინი, ვინც "საბურთალოს" შეტევას ქმნიან. ამიტომ იმ მწირი რესურსით, რაც მას გააჩნდა, შედეგი ლოგიკურია.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

alt"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მენტალური პრობლემა გვაქვს - ვალდებულები ვართ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ

altნენად ბიელიცა: "საბურთალოს" შეცვლილმა ტაქტიკამ დაგვაბნია და პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ

alt "საბურთალო" გატყდა - ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართველებთან მატჩი შეაფასეს
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ ვიღაცა უნიჭო ბავშვების გამოყვანას ყებია გამოეყვანა 15-20 წუთი ეთამაშებინა!! ის ზღაპრები მოუყვეს ვინც დაიჯერებსიმას რო მზარ არ იყო, ცალი ფეხი რო ქონდეს მაგათ ნახევარს მაინც ჯობია.
Dati
31 ივლისი 2019 19:46
2
ეს იყო კარგი ბიჭების თამაში ჩამოყალიბებულ, პროფესიონალ ფეხბურთელებთან. არ შეიძლება, გუნდი გოლის გაშვებამდე თამაშობდეს. ბოლო 15 წუთში რომ "ამოგტენიან", არ შეიძლება აქ მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებზე ლაპარაკი. აბსოლუტურად ყველა კომპონენტში პირწმინდად დაგვჯაბნეს ორივე თამაშში. ცალკე აღნიშვნის თემაა თავდამსხმელების აბსოლუტური უუნარობა საშუალოზე საშუალო დონის მცველებისა და მეკარის წინააღმდეგ არაერთ მომენტში. ერთადერთი დადებითი მომენტი არის კომბინირების მცდელობა და ტაქტიკის ნიშნები. მთლიანობაში ჩვენი ფეხბურთელების თამაში "სვარკას" ნაღდად არ ჰგავდა, დინამოს რამდენიმე წლის წინანდელი თამაშებისგან განსხვავებით იმავე მოწინააღმდეგესთან. ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. არარატის დონის გუნდთან არ უნდა გაუჭირდეთ ამ ბიჭებს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ფიზიკურ მონაცემებზე. ბურთის თრევა და ზედმეტი შეხება/მოძრაობების ადგილი უბნის სტადიონზეა და არა ჩემპიონთა ლიგაზე.
Lasha
31 ივლისი 2019 19:07
1
საყრდენი ნახევარმცველი არ უვარგა საბურთალოს და მეკარე ცნობილაძე გორგიაშვილი ტერა გი მიგინეიშვილი ხუთივე უნდა გაუშვან და ამ ორ პოზიციაზე უნდა მოიყვანონ ფეხბურთელები სხვანაირად ამ გუნდს არაფერი არ გამოუვა.
avto
31 ივლისი 2019 18:34
0
მწვრთელი ეტყობა მეტ დროს სალონებში ატარებს ვიდრე მოედანზე...
gucaevi
31 ივლისი 2019 17:19
3
ერთი ერთზე გასულმა გოლი როგორ უნდა გაიტანო და ცარიელ კართან მცველს როგორ უნდა დაასწრო, მაგი ჭიაბრიშვილთან მოსვლამდე უნდა ესწავლათ.
Lasha
31 ივლისი 2019 19:08
0
ისეთი შთაბეჭდილება დამჩა ჭიაბრისვილმა თავგზა აუბნია სომეხთა მწვრთნელებს, აბა ვერ ვხვდები რას მივაწერო ეგეთი Aჭრელებული და მეორე შემადგენლობით თამაში, 3მცველით საბურთალოს არასდროს უთამაშია, მე მგონი მაგარ სიურპრიზებს უმზადებს სომხებს
zvio
31 ივლისი 2019 15:52
0
ფეხბურთის თამაში იციან , მაგრამ ვერ იგებენ . პირველ ტაიმში 2 ბურთი რომ გაეტანათ , მოვიგებდით. გამართლების ამბავია. გაუმართლათ ტირასპოლში და მოიგეს. გამართლებაში ვგულისხმობ, ბურთი რომ გადის. მაგათი ფეხბურთელები არ მომეწონა, არაფერს განსაკუთრებულს არ თამაშობენ. მაგათ ტირასპოლი სჯობს. რატომ ვერ ვიგებთ მეც მაინტერესებს, ალბათ იმიტომ რომ ბავშვებივით ვთამაშობთ, ისინი დიდებივით თამაშობენ. ეს ყველა ჩვენს გუნდს ეხება
თამაზი
31 ივლისი 2019 15:47
1
კარგი გუნდია, ფეხბურთი რომ 45 წუთიანი თამაში იყოს.
Knops
31 ივლისი 2019 15:46
0
საქართველოს ჩემპიონი ასე უშანსოდ და საცოდავად რომ მარცხდება ძალიან საშუალო კლასის ზაგრების დინამოსთან ეს ჩვენი უბედურებაა. 5 გოლის გაშვება კი მეორე უბედურებაა. ასეთი ანგარიშით წაგება საბურთალოს უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. სამივე გოლი გასვლაზე ბოლო 15 წუთში გაუშვეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ დაიკიდეს პირველი გაშვებული გოლის შემდეგ.
31 ივლისი 2019 15:31
3
Sahualo ar kvaxi!kargi gundia!
Gigo
31 ივლისი 2019 18:38
0
თუ იმის შანსი იქნება, რომ მიწასთან გაასწოროთ(გაძევება ან უბრალოდ თამაშით. როგორც ბრაზილია - გერმანია) - არ დაინდოთ ! ბოლომდე გადათელეთ! თქვენი ვენდეტა შესრულებულია. ამჯერად სამტრედიის პონტში მიართვით
Homer
31 ივლისი 2019 14:21
0
არ ღირს შეფასებათ
ალეკსანდრე
31 ივლისი 2019 14:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული