ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" დამარცხებული "საბურთალო" სომხურ "არარატ არმენიას" დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა ერევანში გაიმართება, სომხურმა კლუბმა კი "ფეისბუქზე" ძალიან საინტერესო აფიშა გამოაქვეყნა, სადაც ქართული ფილმის, "მიმინოს" ქართველი და სომეხი პერსონაჟები არიან გამოსახულნი.
"სომხურ-ქართული მეგობრული დაპირისპირება ჩვენს მოწინააღმდეგესთან. მოემზადეთ, მობრძანდით სტადიონზე და მხარი დაგვიჭირეთ. თქვენი გულშემატკივრობა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ აფიშაზე.
ბილეთის ფასი 200-დან 1000 სომხურ დრამამდე მერყეობს, 200 დრამი დაახლოებით 1.25 ლარს უდრის.
"არარატ არმენიასა" და "საბურთალოს" პირველი შეხვედრა 6 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება.
რომ იტყვიან ხოლმე"თეთრი და შავი ტრ--ი აბანოში გამოჩდებაო"... არაპირდაპირი გაგებით.
მერე გვიკვირს, რომ მოზარდების უმრავლესობა უნარებში უმოწყალოდ იჭრება...