5 სექტემბერს, საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა.
"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომელთა უმეტესობას კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვს. თამაში პირველ ტაიმში თანაბარი იყო, ჩვენი გუნდი კი, ძირითადად, მარჯვენა ფრთიდან უტევდა, სადაც ყაზაიშვილი აქტიურობდა.
ტაიმის დასასრულ, ყაზაიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, ანანიძეს გადასცა და მან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში მეტოქე გუნდის მწვრთნელმა რუი ბენტომ ერთბაშად სამი ცვლილება განახორციელა და შეცვლაზე შესულმა ჰვანგმა ბურთზე პირველივე შეხებით საპასუხო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა იყო, თუმცა ჩვენი ცენტრალური მცველების შეცდომაც ხაზგასასმელია. შემდეგ კანგ-ინმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. მომენტები "ჯვაროსნებსაც" ჰქონდა, მაგრამ ყაზაიშვილმა (ორჯერ) და კიტეიშვილმა ვერ გამოიყენეს. 67-ე წუთზე ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის მორიგი შანსი გაანიავა.
შემდეგ ორივე გუნდში შემადგენლობები სერიოზულად შეიცვალა. თამაში "აიჭრასავით", ორივე გუნდის მხრიდან შეცდომებმა იმატა და კუინგ-ვონს მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. სამაგიეროდ, არ გაუშვა შანსი ჰვანგმა, რომელმაც ჩაწოდებულ ბურთზე კაშიას დაასწრო და დუბლი შეასრულა.
ბოლოს თამაშში აქტიურად ჩართულმა ქვილითაიამ ფრის მომტანი გოლი გაიტანა და მსაჯმა თამაშგარე ისევ არ დააფიქსირა.
კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა დაუშვა და იმედი ვიქონიოთ, რომ დანიასთან შეხვედრაში იმავეს არ გაიმეორებს. იმედი ხომ ბოლოს კვდება.
სტამბული. "ფათიჰ თერიმი"
საქართველო - სამხრეთი კორეა 2:2
გოლები: 1:0 ანანიძე (40), 1:1 ჰვანგი (48), ჰვანგი (85), ქვილითაია (90)
საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია (გვილია 61), კიტეიშვილი (დაუშვილი 71), დავითაშვილი (ლობჟანიძე 73), ანანიძე (პაპუნაშვილი 60), ოქრიაშვილი (ქვილითაია 61), ყაზაიშვილი (კანკავა 80)
კორეის რესპუბლიკა: სუნგ-იუნი, ჯინ-სუ, მინ-ჯაე, კიუნგ-ვონი, ჰი-ჩანი, კანგ-ინი (ბო-კიუინგი 72), სეუნ-ჰო (იუნგ-გვონი 46), ჩანგ-ჰონი, ჯი-სუ (ვო-იუნგი 46), ჯეონგ-ჰეიოპი (უი-ჯო 46), სონი (სანგჰო 62)
1) ფიზიკურ ორთაბრძოლებში ძალიან მოვიკოჭლებთ
2) გამძლეობა (ვერ დარბიან ორ ტაიმს)
3) მაღალ სისწრაფეებს ვერ უძლებენ
4) საგოლე მომენტებს ვერ უკეთებენ რეალიზებას (მარგი ქმედიბის დაბალი კოეფიციენტი).
5) დაცვაში ხშირად უშვებენ პოზიციურ შეცდომებს
ეგ არი მოკლედ რაც ჩვენ გვჭირს ჩემის აზრით, ადგილზე დამდგარ ფეხბურთს ჩვენს გარდა უკვე არავინ არ თამაშობს, დღევანდელ ფეხბურთში თუკი რაიმეს გინდა მიაღწიო უნდა იმოქმედო მაღალ სიჩქარეზე, ეს ეხება ბურთის მიღებასაც, დამუშავებასაც, მოედნის ხედვას და პასს და ა.შ. უნდა ყველაფერი გააკეთო სწრაფად და მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ, დანიამ ზუსტად ამით მოგვიგო, ისინი ყველაფერს აგცილებით სწრაფ ტემპში აკეთებენ.