ზურიკო დავითაშვილი: სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩი (2:2) 18 წლის დებიუტანტმა ზურიკო დავითაშვილმა კარგად ჩაატარა, მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის ქათინაური დაიმსახურა და შემდეგი განაცხადა:

"კარგი თამაში ვაჩვენეთ. ბევრი მომენტი შევქმენით. მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში, ვფიქრობ, მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით.

რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
Martla kargi bihia. Didi potenciali aqvs. Ragac imedi gahnda.
Kika
07:21 06-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული