ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
კარგი იქნება ამ თამაშის შემდეგ თუ წავა. ვაისის ხელში წინ ვერ წავალთ. ესეთი მშიშარა მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია და რა? 2 შესარჩევი ერთი მოგება გიბრალტართან, იგივე D ჯგუფის გუნდთან. აგერ კოსოვა D ჯგუფის ნაკრები რამხელა წინსვლა აქვს. დარჩენით იმ შანსაც გაუშვებთ აუვცილებლად რაც გვაქვს.
Geo_Dinamo
08 სექტემბერი 2019 12:38
2
ეს რა უბედურებაა ამ შესარჩევის დაწყებიდან გვესმის, რომ ეს ციკლი უნდა გამოვიყენოთ ბელორუსთან მომავალი წლის მატჩისათვის, მაშინ კოსოვომ რა
ქნას, ის ცდილობს შესარჩევიდან გავიდეს და ჩვენ კი (ფედერაციის ჩათვლით)
ველოდებით მომავალ წელს, და ვინ არის დარწმუნებული, რომ ბელორუსცაც
მოვუგებთ და შემდეგ ფინალსაც ამ მწვრთნელის ხელში, რომელსაც ყაზახეთთან
ლატვიასთან და ანდორასთან მოგებები გმირობათ ჩაუთვალეს
თამაზი1958
08 სექტემბერი 2019 10:02
2
უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე,ეგ რომ ზამთარში წავიდეს დრო აღარ რჩება
გრიგოლ1408
08 სექტემბერი 2019 10:01
1
ხარაიშვილის და ზარანდიას არ გამოძახება ჩემთვის პირადად გაუგებარია,რადგან ორივე მეტ ნაკლებად საშუალო დონის კლუბებში თამაშობენ დაახლოებით იგივე რანგის და დონის კლუბებში ,როგორც სხვა ნაკრების ფეხბურთელები ორივე ფეხბურთელს აქვს ნათამაშები ყველა ასაკობრივ ნაკრებში და საკუთარ კლუბებში ზარანდია უკვე ძირითადის ფეხბურთელია,ხოლო ხარაიშვილი კლუბის ლიდერია ძალიან კარგ ფორმაშია, მართლა გასაკვირია რატომ არ გამოიძახეს ეს ორი ფეხბურთელი და გამოიძახეს ის ფეხბურთელები რომლებიც ნამდვილად არ არიან ფორმაში.
Giorgi
08 სექტემბერი 2019 01:05
1
მე ვაისზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მარა არა მგონია ვინმემ ჩვენი ნაკრები უკეთ ათამაშოს, ხარაიშვილი და ზარია იქნება თუ არა ნაკრებში ამით არც არაფერი გაკეთდება და არც არაფერი დაშავდება.
Nnn
08 სექტემბერი 2019 10:27
8
ყველა სახეობის სპორტის მწვრთნელი რატო გვაბითურებს და რატო ფიქრობს რომ დებილები ვართ და ხალხმა არ იცის ვინ როდის და რა პოზიციაზე შეიძლება ითამაშოს? ვაისმა თქვა ხარაიშვილს არ ვიცნობო, რა გამოდის, ვაისს არც მე (ჩვენ) ვიცნობ(თ) პირადად და რომ უთხრათ ვინც არის და რა დროსაც გამოვიყენებთ გაფმოაპურჭყებს და გაგვისწორებს?მ.მდ.შ.
ეე უუუ?
08 სექტემბერი 2019 00:52
4
ხარაიშვილის თემა ფეხბურთს ცილდება.გოლი გააქვს,პასს აკეთებს,კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს.მეტი რა ქნას,ფაბრიკა ქარხნები გახსნა და დაასაქმოს ხალხი თუ რა ხდება
picaso
08 სექტემბერი 2019 00:28
1
გაანებეთ რა ამ კაცს თავი, მაგის ხელში გვაქვს რეალური შანსი ევროპაზე გასვლის და აცალეთ მუშაობა!!
ყველა პროფესორები როგორ ვართ ეს ქართველები რაა
შოთა
08 სექტემბერი 2019 00:17
14
ხვალ წავაგებთ 1:2-ს. გვილია გაიტანს გოლს!!!
სხვა რაკურსი
07 სექტემბერი 2019 23:54
6
ვაისის დრო ამოიწურა ფაქტია...
Grigol1408
07 სექტემბერი 2019 23:38
3
ვაისის დრო ამოიწურა
გრიგოლ1408
07 სექტემბერი 2019 23:32
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული