მიმართვა ფედერაციას - დროულად დაელაპარაკეთ ვლადიმირ ვაისს!

AutoSharing Option
5 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კვლავ აქტუალურია და გულშემატკივრებს შორის დიდი განხილვის საგანია.

განსაკუთრებულად ვაისის წასვლის ეჭვი დანიასთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ვაისის დამშვიდობებით გაძლიერდა, რომელიც ნამდვილად არ ახასიათებს.

ვლადიმირ ვაისი ქართველი არ არის და საქართველოს სამშობლოდ ვერ აღიქვამს. საქართველოს ნაკრებში ის დაქირავებულია და თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ამავდროულად, ჩნდება პერსპექტივა საფეხბურთო კლუბის, რომელსაც აქვს საშუალება, ევროთასებზეც გავიდეს და წამყვან კლუბებთან ბურთი გააგოროს.

მაგალითად, "ასტანა" ევროპა ლიგაზეა და მისი მეტოქეებია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ალკმაარი" და "პარტიზანი". ყაზახურ კლუბს დიდი
ბიუჯეტიც აქვს და სლოვაკ სპეციალისტს შეუძლია არსებულ ხელფასზე ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხა გადაუხადოს. ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს, "ასტანა" კი ევროფორუმებზე ყოველ წელსაა.

ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მუშაობას უამრავი უარყოფითი ნიუანსი ჰქონდა. მეტიც, რომ არა ერთა ლიგის შედეგები, სლოვაკი ნაკრებიდან აქამდე უნდა გაგვეშვა. მაგრამ წინ ერთა ლიგაა, ვაისსაც და რომან გრიგორჩუკსაც კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებათ. სლოვაკს კი პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებების ამბავი არ უარუყვია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროულად უნდა დაელაპარაკოს ვლადიმირ ვაისს. მათ ჩვენზე უკეთესად მოეხსენებათ, თუ როგორი სპეციფიკურია ახალი მწვრთნელის დანიშვნა და ფეხბურთელების გაცნობა-შეჩვევა. ეს არ არის საკლუბო ფეხბურთი, სადაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ინტენსიური ურთიერთობა აქვთ.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალამდე მხოლოდ ორი შეკრება დარჩა. 12 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრებს ვხვდებით, 15 ოქტომბერს - გიბრალტარის ნაკრებს. მეორე შეკრება ნოემბერშია, სადაც 15 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებს ვეთამაშებით და თუ ფედერაცია დაგეგმავს, ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარებასაც მოვახერხებთ.

თუ სლოვაკი თუნდაც შემდეგ შეკრებაზე განგვიცხადებს, რომ ის გვტოვებს, ნაკრები ფაქტობრივად განწირულია... რადგან ახალი მწვრთნელის ადაპტაცია, მისი სათამაშო სქემის მორგება, დიდი ალბათობით, ასეთ მცირე დროში ვერ მოხდება, მით უმეტეს, თუ ის უცხოელი იქნება.

ამიტომ მივმართავთ ფედერაციას, დროულად დაილაპარაკეთ სლოვაკ სპეციალისტთან და თუ გეგმაში აქვს წასვლა, რამენაირად უნდა მოხერხდეს, სლოვაკმა მარტამდე კიდევ ერთხელ შეკრიბოს საქართველოს ნაკრები და ერთა ლიგის მატჩებში უხელმძღვანელოს.

სხვა შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ის შანსი, რაც უეფამ ერთა ლიგის სახით გვიბოძა.

altვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

altBREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

altმიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა




Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 36 /
მოკლედ, ამ ვაისს თუ უის ვერ გავყერეთ!! ესაა უბედურება!!! მოყვანის დღიდან სკეპტიკურად ვუყურებდი. როდესაც მწვრთნელად უცხოელი მოგყავს, მინიმუმ წინამორბედს უნდა სჯობდეს! რაც ცხადაძეს გაუკეთა ფედერაციამ იმის მერე მსოფლიოს ჩემპიონატზე რო გაიყვანოს ამ ვაისმა ჩვენი გუნდი, არ მინდა!!! დანიასთან შედეგი დადოო და მეცხრე ცაზეა ყველა. შედეგი არა კვახი!! რაც ჩვენმა გუნდმა ითამაშა იყო ანტიფეხბურთი და დანიამ ჩაისვარა და არ წაუვიდათ თამაში თორემ ვნახავდით რაც მოხდებოდა! ჩვენს გუნდს შეტევა შეუძლია და ვისთანაც გინდა თამაშობდეს ავტობუსი არ უნდა დააყენოს კართან!!! საერთოდ არ უნდა მორყვანათ! თუ მიდის გაუშვან, რაც შეიძლება მალე!!! მიეცით შანსი კახა ჩხეტიანს, კაცს რომელმაც ქუთაისის ტორპედო გუნდად აქცია და დაუშალეს!! ნაკრების ბიჭებს ვერ წაართმევენ, გულიანი ქართველი მამულიშვილია და სულ რო შედეგი ვერ დადოს გული მაინც ეტკინება!! შევეშვათ ამ მოწვეულ გენიოსებს და გულიან ქართველებს დავაცადოთ ქართული საქმის კეთება!!!
გიგა
11 სექტემბერი 2019 09:47
6
მე კოსოვოს ესეთი თამაში უფრო მაშინებს,ძალიან კარგად გამოიყურება და მინდა ყველა ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ერთა ლიგიდან გასვლას,არააა ჯერ ყველაფერი გარკვეული სამწუხაროდ.... კოსოვო უნდა ჯგუფიდან გავიდეს და ჩვენი შანსები მართლა გაიზრდება თუ არა კოსოვო ფინალში შეგვხვდება დიდი ალბათობით:( ეს კაცი თუ მიდის წავიდეს და ეს ბოლო 4 თამაში ერთა ლიგამდე ახალმა მევრთნელმა გამოიყენოს,მაგრამ მგონია რომ უცხოელს არ ეყოფა ეს დრო და ერთა ლიგაზე გაგვიჭირდება,თუ გადადებენ გვერძე პირადულს მაშინ ცხადაძე უნდა მოვიდეს რომელმაც იცის და იცნობს გუნდს და ეს 4 თამაში საკმარისი იქნება მისთვის!!
გეგა
11 სექტემბერი 2019 09:27
3
დღესვე ააცმევინეთ და ახალი მწვრთნელი ყველაფერს ხოშიანად მოასწრებს!!!
გიგა ბოკერია
11 სექტემბერი 2019 07:49
4
ვწერ ვეთანხმები სტატიის ავტორს. Vაისი უნდა წავიდეს, რადგან მანსაქართველოში ცხოვრება და შიდა ჩემპიონატისათვ ის თვალყურის დევნება არ ისურვა. Fეხბურთელებს ვიღაცის კარნახით იძახის. Aრ არი ის იპოლიტეს ფეოლას დონისაც:) ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ვინც შემდგომ მოვა მაას კონტრააქთში უნდა ედოს მოთხოვნა რომ საქართველოში უნდა იცოვროს და ტალანტები ეძიოს.
niko
11 სექტემბერი 2019 07:22
4
და რა მნიშვნელობა აქვს ვისი სახელითაა დაწერილი? თუ მართლა მიდის ჯობია ეხლავე წავიდეს.ბოლოს რო გითხრას წავედიო თან კონტრაქტიც თუ ეწურება მერე რა უნდა ვქნათ?
აქამდე აქ თითქმის ყველა მის წასვლას ითხოვდა და ეხლა იმაზე მსჯელ9ბთ ეს წერილი ვინ დაწერა?
გია
11 სექტემბერი 2019 01:44
2
როგორ მინდა მჯეროდეს რო ვაისი ევროპაზე გაგვიყვანს! იმის უფრო მჯერა რო ბიჭებმა მოინდომონ იომონ და ბურთი მრგვალია იქნებ ცოტაც გაგვიმართლოს და გავძვრეთ.. თორე ვაისი? ჭიაბრიშვილს გეგუჩაძეს ან ჩხეტიანს უფრო იმედით შევხედავდი
ბასკი
11 სექტემბერი 2019 01:37
4
გალაქტიონ, წაიკითხე კომენტარები და მიხვდები როგორია გულშემატკივრების უმეტესობის აზრი...ერთი კომენტარი არაა ვაისის მხარდამჭერი.
emigranti
11 სექტემბერი 2019 01:16
1
გალაქტიონ ესაკია, სხვისი სახელით რატო იხვეწები ვაისის დარჩენას? გვითხარი ერთი ვინები მიმართავთ ფედერაციას და რამდენი ხართ?
გიგა
10 სექტემბერი 2019 23:22
3
აღნიშნული წერილის ავტორს! იქნებ დააზუსტოდ ვისი სახელით მიმართავთ ფედერაციას და ასეთი ზოგადი სახის (ფაქტიურად ყველა გულშემატკივარის სახელით) მიმართვისგან თავი შეიკავოთ, ვინაიდან ცალსახად ვერავინ იტყვის საქმისთვის როგორ აჯობებს და ასევე დაუზუსტებელია გულშემატკივრების უმრავლეობას ვაისის დარჩენა უნდა თუ წასვლა. ისე თუ წასვლაა, ჯობია დროულად წავიდეს რათა ერთა ლიგის თამაშებისთვის მოსამზადებლად ახალ მწვრთნელს მეტი დრო ჰქონდეს.
P.S. ისე, ოდესმე ახლო მომავალში ლუი ვან გაალი + შოთა არველაძე იდეალური იქნებოდა.....
........
10 სექტემბერი 2019 22:49
2
ვაისმა არ უარყო ასტანასთან მოლაპარაკება ნიშნავს იმას რომ წავა. ფედერაციამ უნდა დაელაპარაკოს არა ის რომ დარჩეს, არამეტ ის რომ ახლავე წავიდეს და ოქტომბრის დარჩენილი თამაშები ვინც მოვა გამოყენოს ნაკრები რომ დაალაგოს. თქვენ ვინ გადაწყვიტეთ რომ ფედერაციას ურჩევთ მასთან მოლაპარაკებას? ახლა ქვეყანაში რა უთავობაც გვჭირს და არაფროფესიოალიზნი ის გჭირთ თქვენ ყველა ჯურნალისტებს, თუ ამდენს ვერ ხვდებით.
Geo_Dinamo
10 სექტემბერი 2019 22:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული