ნიკა კვეკვესკირის ღირსეული საქციელი 16 წლის ბიჭის დასახმარებლად

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში ინფორმაციების თვალიერების დროს ერთმა "სქრინმა" მიიპყრო ჩემი ყურადღება, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი ფიგურირებს.

სამტრედიაში ცხოვრობს 16 წლის გიორგი ლეჟავა, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება, მას უწევს საკუთარი დედისა და დის შენახვა, რომელთაც მუშაობა არ შეუძლიათ. გიორგი სხვადასხვა გზით ცდილობს ოჯახის შენახვას, რის გამოც სკოლაშიც ვერ დადის და არის შემთხვევები როდესაც საჭმლის თანხასაც ვერ აგროვებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ამ ბიჭის დასახმარებლად შექმნილ ფონდში 500 ლარი გადარიცხა, რაც მისი მხრიდან ნამდვილად ძალიან ღირსეული საქციელია.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთელიც მაგარია და ძალიან მაგარი კაციც ყოფილა! ღმერთი სულ შენსკენ იქნება ნიკა!
aburjga
15:24 11-09-2019
1
ნიკა, შენს კაცობას გაუმარჯოს ძმაო!
ჯეკო
20:35 11-09-2019
2

სიახლეები პოპულარული