დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 3 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა, კვარაცხელიას - თითქმის 2 მილიონით

AutoSharing Option
გერმანულმა სპორტულმა საიტმა transfermarkt-მა განაახლა გარკვეული ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები და ცვლილებები შეეხოთ "რუბინის" ქართველ ლეგიონერებს, რომელთა ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.

ზურიკო დავითაშვილის ფასი აქამდე 500 000 ევრო იყო, ხოლო 10 სექტემბრის შემდეგ მისი ღირებულება 1 500 000 ევრო არის, რაც 1 მილიონი ევროთი მეტია.

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კი ცვლილებამდე 900 000 ევრო იყო. განახლების შედეგად ხვიჩას სატრანსფერო ფასი, ზურიკოს მსგავსად, 1 500 000 ევროა, რაც 600 000 ევროთი მეტია.

ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების ზრდა რუსეთის პრემიერლიგაში სისტემატურმა კარგმა თამაშმა და ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრებმა გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგ ფასად ჯაგლაგ ცხენს ვერ იყიდით, იჩქარეთ!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16:46 11-09-2019
26
ნაკრებში უნდა გამოიძახონ ჩემი აზრით ორივე. დვალიშვილს და გელაშვილს მაინც აჯობებენ!!!
რომანა
00:04 12-09-2019
5

სიახლეები პოპულარული