ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "ტორპედომ" "ჩიხურასთან" ფრეს კომპენსირებულ დროში მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, "ჩიხურასა" და "ტორპედოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს. თამაში შესვენების შემდეგაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

ანგარიში 87-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - მარჯვენა ფლანგიდან კორიფაძის ჩაწოდებულ ბურთზე ჩიკვაიძემ ყველას დაასწრო, თუმცა ზედ საფინალო სასტვენის წინ გადრანთან ბრძოლაში კაშიამ ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა - ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 ლაშა ჩიკვაიძე (87), 1:1 შოთა კაშია (90+3, საკ. კარში)

ჩიხურა (4-2-3-1): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი,
დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი, დემურ ჩიხლაძე, რატი არდაზიშვილი (ირაკლი კამლაძე 75), თორნიკე მუმლაძე (ზურაბ კაპანაძე 90)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო (3-4-2-1): დავით ასათიანი, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა (თორნიკე გრიგალაშვილი 46), გოდერძი მაჩაიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი გადრანი, რაფაელ ჩუკვურა, თამაზ ცეცხლაძე, გრიგოლ დოლიძე (თემურ ჩოგაძე 69), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ციცქიშვილი (გიორგი კიკნაძე 73)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეთანხმებული ფრე :((((
ოთო
15:00 13-09-2019
0
karoche 2 komentari dabloket pederaciis jurnalistebi xart
KUTAISELI
13:03 13-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული