შოთა არველაძე უზბეკეთის ნაკრებში ექტორ რაულ კუპერის ნაცვლად? - უზბეკური მედია საინტერესო ცნობას ავრცელებს

AutoSharing Option
upl.uz-ის ინფორმაციით, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის გათავისუფლებაზე მუშაობენ და მის ნაცვლად ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის კანდიდატურა განიხილება.

ექტორ რაულ კუპერი ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. კუპერი საქართველოს ნაკრებს 2008-09 წლებში წვრთნიდა. უზბეკეთის ნაკრების სათავეში კუპერი 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან არის. აზიაში ახლა დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და კუპერის გაწვრთნილმა უზბეკეთმა გასვლაზე პალესტინასთან 0:2 წააგო.

რაც შეეხება შოთა არველაძეს, ქართველი სპეციალისტი "ფახთაქორს" 2017 წლიდან წვრთნის. უზბეკეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში, 18 ტურის
შემდეგ შოთას გუნდს 16 მოგება და 2 ფრე აქვს, ჩემპიონატს 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

უზბეკური გამოცემების მიხედვით, შოთა არველაძესთან ერთად უზბეკეთის ნაკრების მომავალ მწვრთნელად "ბუნიოდკორის" თავკაცი ვადიმ აბრამოვიც განიხილება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი არ გინდა ეგ გველური წერა, რაც არ იცი იმაზე ნუ ათამაშებ ერთ ადგილს.
დინამო
20:01 13-09-2019
11
გამოიღო შედეგი უზბეკური სამზარეულოს პატრიოტობამ?
გიორგი
18:47 13-09-2019
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული