საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში "პაფოსის" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირველ ტაიმში თავი ლამაზი გადაცემით დაამახსოვრა ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს.
თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" "პაფოსი" მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 2:0. მატჩში მონაწილეობა 3-მა ქართველმა მიიღო. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა ოქრიაშვილის ნაცვლად. ნიკა კაჭარავა მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის იყო.
"ანორთოსისისთვის" ეს 3 ჩატარებულ შეხვედრაში მეორე გამარჯვება იყო და ქართველების გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.