გახდება შოთა არველაძე აზიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე, რომლის გაწვრთნილმა ტაშკენტის "ფახთაქორმა" უზბეკეთის ჩემპიონატი დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიგო, nuz.uz-ის ინფორმაციით, უფრო და უფრო დაუახლოვდა ამავე ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი არგენტინელ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერთან, რომლის სამწვრთნელო შტაბიც წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებდა.

უზბეკური გამოცემების მიხედვით, მათი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი შოთა არველაძე გახლავთ და კუპერის გათავისუფლების შემდეგ შოთა კიდევ უფრო დაუახლოვდა უზბეკეთის ეროვნულ გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგეც რაღაც სიხარულია,ყველაფერს დიდი ფასი მიეცა ხალხო ქართველის გაკეთებულ საქმეს,მე ვაფასებ და წარმატებებს ვუსურვებ.
ზაზა
23:05 23-09-2019
0
ესეგი ტვინი წაიგეთ ესეც ეხლა ბუნდეს ლიგის ან პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახადა გუნდი.თავისთავად გამიხარდა მაგრამ აუტანლად ამლაშებთ ყველაფერს!!!გავიგეთ შეიძლება მთელი კვირა ვიკითხოდ უზბეკისტანში გახადა არველაძემ ფახტაგორი ჩემპიონი.ვინმე სხვა რო იყოს მის ადგილას დაწერთ და მორჩა.არეკლამებთ არველაძე არველაძე.
ქართველი
17:52 23-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული