სუპერსაბამ ისევ გაიტანა და უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი საბა ლობჟანიძემ.

23 სექტემბერს, ლობჟანიძის "რანდერსმა" მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ჰორსენსს", ერთი გოლი კი ჩვენებურმა გაიტანა.

24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე პირველობის 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა და აშკარაა, უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს და საჭიროებს.

"რანდერსი" 14 ქულით მე-6 ადგილზეა და 29 სექტემბერს სტუმრად "ოლბორგს" შეხვდება.

რანდერსი. "ცეფეი პარკი". 3 379 მაყურებელი
რანდერსი - ჰორსენსი 2:1
გოლები: 0:1 ლუდვიგი (12), 1:1 ლობჟანიძე (22), 2:1 ოკოსუნი (25, საკ. კარში)
გაძევება: პოლი (88, ჰორსენსი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა მაგარია. ეხლა დროა ნაკრებშიც გაიხსნას.
DAVE
10:36 24-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული