საქართველოს თასის მეოთხედფინალში "საბურთალომ" თბილისის "მერანს" დამატებით დროში 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა. მსაჯმა 8 ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, დამატებით დროში კი დათუნაიშვილი (მერანი) და კაკუბავა (საბურთალო) გააძევა.
გამარჯვების გოლი დიასამიძის პასით მარგველაშვილმა 105-ე წუთზე გაიტანა.