"საბურთალომ" თასზე თბილისის "მერანი" დამატებით დროში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის მეოთხედფინალში "საბურთალომ" თბილისის "მერანს" დამატებით დროში 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა. მსაჯმა 8 ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, დამატებით დროში კი დათუნაიშვილი (მერანი) და კაკუბავა (საბურთალო) გააძევა.

გამარჯვების გოლი დიასამიძის პასით მარგველაშვილმა 105-ე წუთზე გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული