ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივში" ოფიციალურ მატჩში საბა კვირკველიამ პირველად მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის თასის 1/16-ფინალში მწვრთნელმა იური სიომინმა კალინინგრადში "ბალტიკას" დუბლები დაუპირისპირა და კვირკველია შეუცვლელად ათამაშა.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა 4:1 იმარჯვეს.
ნამატჩევს სიომინმა განაცხადა, რომ საინტერესო თამაში იყო, 9 ფეხბურთელი და მათ შორის, პოლონელები აკლდათ, ახალგაზრდებმა კი თავი ურიგოდ არ წარმოაჩინეს და ეს კარგი ამბავია.
სხვათა შორის, თასზე პრემიერლიგის გუნდების უმეტესობამ დუბლებით იასპარეზა და 7 მათგანი გავარდა.