გურამ კაშიას ორი შეცდომა და... "სან ხოსე" პლეი-ოფის ზონის მიღმაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 სექტემბრის დილით, MLS-ის 32-ე ტურის შეხვედრა "სან ხოსე ერსქვეიქსსა" და "ფილადელფია იუნიონს" შორის გაიმართა, რომელიც კალიფორნიელი მასპინძლების მარცხით, 1:2 დასრულდა.

სამწუხაროდ, შეხვედრის ანტიგმირი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

გურამი, ვაკო ყაზაიშვილის მსგავსად, "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მცველი შეხვედრის უდიდესი ნაწილი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, 5-წუთიან მონაკვეთში 2 შეცდომა დაუშვა, რაც "სან ხოსეს" მარცხის ფასად დაუჯდა.

მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 35-ე წუთზე გოლი ჯექსონ იუილმა გაიტანა.  70-ე წუთზე კი,
ბედოიას გოლის დროს შემტევის დარტყმული ბურთი გურამს ფეხებშორის გაუძვრა, ხოლო 76-ე წუთზე მეორე გოლის ავტორმა, პოლონელმა პრიჟბილკომ საჰაერო დუელი სწორედ ქართველ მცველს მოუგო.

ამ მარცხის შემდეგ "სან ხოსე ერსქვეიქსი" 44 ქულით დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე გადავიდა და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და კალიფორნიელები 2 უშუალო კონკურენტს ეთამაშებიან. სახლში კონფერენციის მეოთხეადგილოსან "სიეტლს" დაუპირისპირდებიან, რომელსაც 50 ქულა აქვს და ბოლო ტურში კი, გასვლაზე "პორტლენდს" შეხვდებიან, რომელიც მე-6 ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგრად იცით ფეხბურთი, ჯერ ერთი კაშია არის 37 ნომერი და პირველ გაშვებულ გოლზე ფეხი დაუცდა 14 ნომერს ართმევაზე რომ უნდა ეთამაშა. მეორე გოლზე ორთაბრძოლა მოუგო მოწინააღმდეგემ შეცდომა არაა ეგ თან ელემენტარული ტაქტიკური ანალიზის უნარი რომ გქონდეთ გეცოდინებოდათ რომ როდესაც დამცველი ნაკლებია ან ტოლი მოწინააღმდეგის, დაცვა უნდა განლაგდეს ზონური შევსების პრინციპით და არა ინდივიდუალურ აყვანას მიმართოს, კაშია სწორად იცავდა საჯარიმოს მაგრამ სამწუხაროდ მეწყვილემ გადაწყვიტა ინდივიდუალურად აეყვანა მეორე თავდამსხმელი (რომელიც ნაკლებ საფრთხეს ქმნიდა) და არ შეავსო ზონა რომ დაეზღვია კაშია მაღალ ბურთზე. ასე რომ კაშიაზე დაბრალება ამ გოლების პირველის განსაკუთრებით უაზრობაა.
semi
14:58 26-09-2019
3
კალაძემ ისეთი რამე ქნა რომლის მსგავსიც ცივილიზებულ სამყაროში არ მომხდარა საკუთარი ნაკრების კარში ორი ბურთი გაიტანა თან სულ ნახტომებში და იმაზე არაფერია გითქვიათ ეგ კი არა მერად აირჩიეთ და კაშიას რა ხაზს უსვამთ.
ჩემი აზრით.........
14:09 26-09-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული